Snoop Dogg ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ჩაერთვება

Snoop Dogg - 2024 წლის 23 ივნისი ოლიმპიური გუნდის საცდელი ტრასა. ფოტო: პატრიკ სმიტი
Snoop Dogg – 2024 წლის 23 ივნისი ოლიმპიური გუნდის საცდელი ტრასა. ფოტო: პატრიკ სმიტი

ლეგენდარული რეპერი, Snoop Dogg ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შედგება.

კალვინ ბროდუს უმცროსმა, სასცენო სახელით Snoop Dogg  23 ივლისს სოციალურ მედიაში ფოტო გამოაქვეყნა: „მზად ხარ? 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის?”

„ეს უნდა გავაკეთო! უყურებთ? #FollowTheDogg #ParisOlympics.” დაამატა რეპერმა.

Snoop Dogg ჩირაღდანს პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში სენ-დენის ქუჩებში გაიტანს, სადაც  სტად დე ფრან­სის ოლიმპიური სტადიონია  განთავსებული.

ამერიკელი რეპერი Snoop Dogg, გარდა ოლიმპიური ჩირაღდნის ტარებისა, ასევე მოწვეული კორესპონდენტია, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გააშუქებს.

“ოლიმპიადების ყურებით გავიზარდე. მიხარია, რომ არაჩვეულებრივი სპორტსმენების საუკეთესო გამოსვლებს ვიხილავ პარიზში. ეს არის ოსტატობის, თავდადებისა და სიდიადისკენ სწრაფვის დღესასწაული.”  – განაცხადა NBC-ის კორესპონდენტმა Snoop Dogg-მა 2024 წლის ოლიმპიადაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ გამოიყენა ემინემმა ხელოვნური ინტელექტი Slim Shady-ს გასაცოცხლებლად

შემდეგი სტატია

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნაზე სელინ დიონი და ლედი გაგა იმღერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი