პოლ მაკარტნი „მზიურის“ კაფეს მხარდაჭერას უცხადებს

„მზიურის კაფე“ 2017 წლიდან სერ პოლ მაკარტნის ინიციატივის, Meat Free Monday-ს (უხორცო ორშაბათი) მხარდამჭერია, რომელიც გარემოსა და ცხოველების დაცვის პრობლემას ეხმიანება.
პოლ მაკარტნი - ფოტო: მერი მაკარტნი
პოლ მაკარტნი – ფოტო: მერი მაკარტნი

13 აგვისტოს სოციალურ ქსელში კაფე „მზიურის“ წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ბითლზის ლეგენდა სერ პოლ მაკარტნი დაწესებულებას მხარდაჭერას უცხადებს: 

„მე სრულად ვუჭერ მხარს ანას ძალისხმევას კაფესთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მას კვლავაც მიეცემა “უხორცო ორშაბათის” კარგად განხორციელების საშუალება” – ნათქვამია პოლ მაკარტნის წერილში.

ანა გოგუაძე „მზიურის“ კაფეს დამაარსებელი:

„მზიურის“, როგორც სოციალური კაფეს კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ის სოციალური საწარმო გახლავთ. ის ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპებით, რაც გულისხმობს, რომ ის ოპერირებს, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი, თუმცა ჩვეულებრივი ბიზნესისგან განსხვავებით მოგება სოციალური მიზნების განხორციელებას ხმარდება. 2016 წელს გავხსენით ეს კაფე და მაშინ პარკი ფაქტობრივად მიტოვებული იყო. პირვანდელი მისია სწორედ პარკის გამოცოცხლება იყო და შემდგომში უკვე ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ვქმნით ინკლუზიურ, ადაპტირებულ სივრცეს ქალაქის ცენტრში, ვახორციელებთ ადამიანის უფლებების და ცხოველთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებს. 

2017 წლიდან კაფე „მზიური“ პოლ მაკარტნის საერთაშორისო კამპანიას, Meat Free Monday-ს შეუერთდა, რაც ადამიანების ცნობიერების ამაღლებას და ამ პრინციპით მუშაობას გულისხმობს. არ არის სავალდებულო, იყო ვეგეტარიანელი, მაგრამ, თუნდაც ერთ დღეს, ანუ ორშაბათს, შეგიძლია, სერიოზული ცვლილება მოუტანო გარემოს. ამაში იგულისხმება ის ქარხნები, რომლებიც ამუშავებენ ხორცს და რომელსაც ძალიან დიდი ეკოლოგიური ზიანი მოაქვს გარემოსთვის. 

კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა კაფეები და კვების ობიექტები მსოფლიოს მასშტაბით არიან ამ კამპანიის წევრები, თუმცა ამიერკავკასიაში კაფე „მზიური“ არის ერთადერთი, რომელიც ამ კამპანიის მიმდევარია და ორშაბათობით ჩვენ ხორციანი კერძები სრულად გვაქვს ამოღებული. ჩვენ ასევე არ მოვიხმართ პლასტიკატს და სტუმრებსაც და გარშემომყოფ ადამიანებსაც აქვთ საშუალება, რომ მოიტანონ პლასტიკატი, ჩვენ ვაგროვებთ მას და შემდეგ გადასამუშავებლად ვაგზავნით.

სწორედ ამ კამპანიის შედეგად გვქონდა თავიდანვე Meat Free Monday-ს სათავო ოფისთან ურთიერთობა და პოლ მაკარტნიმაც იცოდა უკვე „მზიურის“ კაფეს შესახებ. 2021 წელს მან კაფე „მზიურს“ მიულოცა დაბადების დღე, როცა 5 წლის გავხდით და მოლოცვა საკუთარ გვერდზე გააზიარა. კამპანიის ფარგლებში სულ გვქონდა მიმოწერა, მე უშუალოდ შევხვდი თავად  Meat Free Monday-ს ოფისის ხელმძღვანელს შარშან ლონდონში და წელს, ასე ვთქვათ, ეს ამბები რომ მოხდა მერიასთან დაკავშირებით, მივწერეთ ჩვენი ამბავი და მან ეს მესიჯი გამოგვიგზავნა, რომელიც ჩვენს გვერდზეც გვიდევს.

სოციალური საწარმო კაფე „მზიური“ უკვე 8 წელია, რაც ფუნქციონირებს. „მზიურის“ კაფეში ხშირად იმართება კულტურული ღონისძიებები: კინოჩვენებები, კონცერტები და სხვადასხვა სოციალური აქტივობები. ივნისში კი კაფემ მერიისგან წერილი მიიღო, სადაც  ნათქვამია, რომ შენობის აუქციონზე გატანა იგეგმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი ერგემლიძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ციფრული აუდიო პროგრამის ბაზაშია

შემდეგი სტატია

Frozen-ის ჰიტი Let It Go ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი