ალიშა კისის სიმღერა No One არტისტის პირველი სოლო ჩანაწერია, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო

პოპულარული ჰიტის პირველი ვერსია 2007 წელს გამოვიდა.
ალიშა კისი - ფოტო: რამონ რივასი
ალიშა კისი – ფოტო: რამონ რივასი

16 აგვისტოს ალიშა კისმა ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა. არტისტის თქმით, 2007 წელს გამოსული ჰიტი No One მისი პირველი სოლო ჩანაწერია, რომელმაც ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციისგან (RIAA) ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.

„ეს სიმღერა ყოველთვის ჩვენთან იყო საჭირო დროს. No One ჯადოსნური სიმღერაა, მადლობა, რომ ის გიყვართ,  იმღერეთ ის ხმამაღლა, ჩვენ ბრილიანტის სტატუსი გვაქვს.” – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში და სიმღერის ვიდეო კლიპს აქვეყნებს.

ალიშა კისმა ერთი თვის წინ Jay-Z-სთან შესრულებული სიმღერისთვის Empire State of Mind  პირველი ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო. 2024 წლის Tony-ის დაჯილდოებაზე ნიუ-იორკში მათ 2016 წლის შემდეგ პირველად შეასრულეს ერთად ეს სიმღერა. 

No One ალიშა კისის მესამე ალბომის, As I Am-ის მთავარი სინგლია. ჰიტ-სიმღერა ბილბორდ 100-ში ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.  2008 წლის გრემის დაჯილდოებაზე სინგლი საუკეთესო R&B სიმღერად, ალიშა კისი კი საუკეთესო ქალ R&B-ის შემსრულებლად  დასახელდა.

ალიშა კისი ახლახან ბილბორდის 21-ე საუკუნის 25 საუკეთესო პოპ-ვარსკვლავთა სიაში შევიდა. „ძნელი წარმოსადგენია 2000-იანი წლების პირველი ნახევარი მისი სიმღერების გარეშე. ამ პერიოდის მუსიკის განვითარებაში ალიშა კისის წვლილი უდიდესია.” აღნიშნულია განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Dr. Dre და Snoop Dogg, 2024 წლის 19 მარტი, ფოტო: რენდი ჰოლმსი

Snoop Dogg  პოლ მაკარტნისთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

MEME & Denivarlevi - ფოტო: ელენე გომელაური | დამუშავება: ელენე გომელაური, გიორგი ყოლბაია

MEME-ს და Denivarlevi-ს ერთობლივი სიმღერა I HEAR YOU CALLING MY NAME 25 აგვისტოს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი