ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა

ქართველმა მომღერალმა ეროუჰედის სტადიონზე The Kansas City Chiefs-სა და Detroit Lions-ს შორის გამართულ მატჩზე იმღერა.

ნინი ბრეგვაძემ, იგივე ნინი აირისმა ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა. ამის შესახებ ქართველი მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს.

„ჩემთვის, როგორც თბილისში, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასული ადამიანისთვის, ძალიან დიდი პატივია 70 000 ადამიანის წინაშე ეროვნული ჰიმნის სიმღერა სუპერ თასის მიყოლებით ორგზის ჩემპიონ The Kansas City Chiefs-ისა და Detroit Lions-ის თამაშზე. ეს ისეთი მომენტია, რომლის გამოცდის შესაძლებლობა ცოტა ადამიანს თუ ეძლევა, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთი წელიც არაა, რაც აშშ-ს მოქალაქეობა მოიპოვა. ჩემთვის პატივია, რომ ვარ როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის მოქალაქე,” – წერს ნინი ბრეგვაძე.

ეროუჰედის სტადიონზე კანზასში The Kansas City Chiefs-სა და  Detroit Lions-ს შორის ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩი შედგა. თამაში The Kansas City Chiefs-ის დამარცხებით დასრულდა, სადაც ტეილორ სვიფტის ბოიფრენდი ტრევის კელსი თამაშობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ყალბი მხარდამჭერი ფოტოების გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხის შემცველია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა ლონდონის კონცერტი ფორტეპიანოს ასაწყობად შეაჩერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი