დრეიკმა თავის დროებით ინსტაგრამ გვერდზე სამი ახალი სიმღერა გააზიარა

ერთ-ერთ კომპოზიციაში Playboi Carti მონაწილეობს.
დრეიკი
Prince Williams/Wireimage

დრეიკი სამ ახალ სიმღერას აზიარებს თავის დროებით ინსტაგრამ ანგარიშზე, შემთხვევითი სახელწოდებით  plottttwistttttt. ესენია No Face, რომელშიც Playboy Carti მონაწილეობს და ორი სოლო კომპოზიცია – Circadian Rhythm და SOD. ეს უკანასკნელი სოლო ვერსიაა Lil Yachty-სთან ერთად შესრულებული Super Soak-ისა, იმ განსხვავებით, რომ SOD-ში Lil Yachty-ს პარტია ამოღებულია.

No Face არ არის დრეიკის პირველი თანამშრომლობა  Playboy Carti-სთან. 2020 წელს მათ გამოსცეს Pain 1993, რომელიც დრეიკის Dark Lane Demo Tapes-შია შესული. 

სიმღერა Circadian Rhythm ერთგვარი სიქველია The Language-ისა, რომელიც დრეიკის 2013 წლის ალბომში Nothing Was The Same-შია შესული. მასში რეპერი რეპსამყაროს ამხელს, რომელსაც, მისი თქმით, წარსულში დრეიკის „დაკრძალვა” ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც განაგრძობდა საქმიანობას, როგორც „კატა ცხრა სიცოცხლით”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დრეიკი plottttwistttttt-ის ანგარიშზე ახალ სიმღერებს აზიარებს. პირველად მსგავსი სამკომპოზიციანი ნაკრები რეპერმა აგვისტოს დასაწყისში გამოაქვეყნა. სიმღერების ტრიო Latto-ს, 21 Savage-ისა და Young Thug-ის მონაწილეობით Billboard Hot 100-ში შევიდა. ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებს თუ არა იმავე წარმატებას ახალი სამეული.

მოუსმინეთ დრეიკის ახალ სიმღერებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენ აფლეკთან განქორწინების განაცხადის შემდეგ ჯენიფერ ლოპესი სასამართლოს თავისი ძველი გვარის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს

შემდეგი სტატია

კამალა ჰარისი - 2024 წლის 1 მაისი, ფლორიდა ფოტო: ჯო რედლი

კამალა ჰარისის თქმით, 1970-იანი წლების ეს სიმღერა ყველამ უნდა იცოდეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი