უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი.
ფოტო: კევინ მაზური

ტეილორ სვიფტმა ლონდონში უემბლის სტადიონი მერვედ გაანათა და ამით Eras ტურნეს კიდევ ერთი, ახალი რეკორდი დაამყარა.  

სუპერვარსკლავი პირველი სოლო არტისტია, რომელმაც ერთი ტურნეს განმავლობაში უემბლის სტადიონზე კონცერტი რვაჯერ გამართა. ამ ფაქტის აღსანიშნავად უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს სპეციალურად დამზადებული ფირუზისფერი გიტარა უსახსოვრა. გიტარას ტეილორ სვიფტის სიმღერა Love Story-ით შთაგონებული ტექსტი აქვს თანდართული: „შეხვედრამდე, ტეილორ, ეს იყო უემბლის სიყვარულის ისიტორია“. გიტარაზე ტეილორ სვიფტის კონცერტის თარიღებია დატანილი.

უემბლის სტადიონი ინსტაგრამ პოსტში ტეილორ სვიფტს რვა დაუვიწყარი კონცერტისთვის მადლობას უხდის და ულოცავს, რადგან იგი ყველაზე გაყიდვადი ქალი შემსრულებელი გახდა, ვინც ოდესმე უემბლის სტადიონზე გამოსულა.

„იმის აღსანიშნად, რომ ტეილორ სვიფტი გახდა პირველი სოლო შემსრულებელი, რომელსაც უემბლის სტადიონზე ერთი ტურნეს განმავლობაში რვაჯერ დაუკრავს, ჩვენ მას პერსონალური უემბლის გიტარა ვაჩუქეთ. შეხვედრამდე, ტეილორ, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. სიყვარულით, უემბლის სტადიონი,” – აღნიშნულია თანდართულ ბარათში.

ლონდონის უემბლის სტადიონზე ტეილორ სვიფტს შესრულებული აქვს ისეთი სიმღერებიც, როგორებიც არის London Boy და So Long London. კონცერტებზე სუპერვარსკვლავს სპეციალურად მოწვეული სტუმრები ჰეილი უილიამსი, ედ შირანი, ჯეკ ანტონოფი და ფლორენს უელჩი ჰყავდა.

ნახეთ უემბლის სტადიონის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-მ თავის უახლეს სინგლზე, Highjack-ზე გადაღებული კლიპი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჯასტინი და ჰეილი ბიბერები 2022 წლის 13 თებერვალს, Super Bowl-ზე. ფოტო: კევინ მაზური

ჯასტინ და ჰეილი ბიბერებს პირველ შვილი შეეძინათ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი
ჯენიფერ ჰადსონი 2026 წლის 30 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ MusiCares Person of the Year-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: Lester Cohen/Getty Images for The Recording Academy

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ჯენიფერ ჰადსონი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა ვარსკვლავები წარდგებიან

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ტომ კრუზიც გამოჩნდება
მეტი
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი