CIA-ს ინფორმაციით, ტეილორ სვიფტის ვენის კონცერტზე დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილები ათიათასობით ადამიანის მოკვლას აპირებდნენ

სააგენტომ ინფორმაცია 28 აგვისტოს გაავრცელა და განმარტა, რომ შეთქმულების შესახებ დროზე ადრე შეიტყო და მისი შეჩერება მოახერხა.
ტეილორ სვიფტი
Thomas Niedermueller/TAS24/Getty Images

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს,  CIA-ს ინფორმაციით, ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაგეგმილ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილები მასობრივი სასაკლაოს მოწყობას აპირებდნენ. ინფორმაცია CIA-ს დირექტორის მოადგილემ დევიდ კოენმა გაავრცელა. მისი თქმით, სააგენტომ ტერორისტული შეთქმულება დროულად გაშიფრა, რის შედეგადაც მისი ჩაშლა და სამი ეჭვმიტანილის დაკავება მოხერხდა.

დევიდ კოენმა აღნიშნა, რომ CIA-მ მოსალოდნელ საფრთხეზე ავსტრიის ხელისუფლება გააფრთხილა, რის გამოც ტეილორმა ვენაში დაგეგმილი სამივე შოუ გააუქმა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ისლამურ სახელმწიფოსთან იყვნენ კავშირში. 

კოენის თქმით, კონცერტზე ათიათასობით ადამიანის მოკვლა იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოენს არ განუმარტავს, თუ როგორ მოიპოვეს აღნიშნული ინფორმაცია, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფმა მოქმედებამ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა.  

7 აგვისტოს ავსტრიულმა კონცერტის პრომოუტერმა კომპანია  Barracuda Music-მა განაცხადა, რომ 8, 9 და 10 აგვისტოს დაგეგმილი ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, ტერორისტული შეთქმულების გამო  გაუქმდა. ავსტრიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული შეთქმულების მთავარი ეჭვმიტანილი ისლამური იდეოლოგიის მხარდამჭერი 19 წლის ავსტრიელი მამაკაცი გახლდათ.

მთავარი ეჭვმიტანილის სახლში რეიდის დროს პოლიციამ ქიმიკატები და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა, რომლებიც თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიებაში სხვა სადაზვერვო სააგენტოები დაეხმარნენ, რადგან ავსტრიელ გამომძიებლებს არ აქვთ უფლება, ტექსტური შეტყობინებები ლეგალურად აკონტროლონ. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტეილორ სვიფტმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ხელისუფლებას ტრაგედიის თავიდან აცილებისთვის მადლობა გადაუხადა. 

სვიფტს ამჟამად მცირე შესვენება აქვს. ერას ტურის განახლებას კი არტისტი 18 ოქტომბერს მაიამიში გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ სინა ფოტო: ჯეისონ კორნერი

ჯონ სინამ გაამხილა, თუ რა გახდა მისი მუსიკალური კარიერის შთაგონების წყარო

შემდეგი სტატია

ცნობილი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი წინანდლის ფესტივალზე თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი