სერჟიო მენდესი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრაზილიური ბოსა-ნოვას ვარსკვლავის 60-წლიანი შემოქმედება ისეთი ჰიტებს მოიცავს, როგორებიცაა Mas Que Nada და Beatles-ის სიმღერების ცნობილი ქავერები.
სერჟიო მენდესი
Harmony Gerber/Getty Images

ბრაზილიელი ვარსკვლავი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და პიანისტი სერჟიო მენდესი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარულმა სუპერვარსკვლავმა, რომლის კარიერაც 60 წელსა და 40-ზე მეტ ალბომს ითვლის, დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ბრაზილიური პოპის ფორმირებაში, ისეთი ჰიტების წყალობით, როგორებიცაა Mas Que Nada და Magalenha. მენდესი 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი მეგობრისა და თანამშრომლის, ჰერბ ალპერტის თქმით, მუსიკოსი კოვიდის გახანგრძლივებულ გართულებებს ებრძოდა.

რიო-დე-ჟანეიროში დაბადებული მენდესი კლასიკურ პიანისტობაზე ოცნებობდა, სანამ 1950-იან წლებში ბოსა-ნოვას ახალი ტალღის შთაბეჭდილების ქვეშ არ მოექცა. ცოტა ხანში მან თავისი ბენდი შექმნა და 1961 წელს პირველი ალბომიც გამოსცა.

მენდესის ალბომების გაყიდვები და ჩარტებში წარმატება 1966 წლიდან დაიწყო, როცა მერვე ალბომში შევიდა სინგლი Mas que Nada – ჟორჟი ბენის 1963 წლის სიმღერის ქავერი. სიმღერამ მენდესს Billboard Hot 100-ის 47-ე ადგილი მოუტანა და მის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ჰიტად იქცა.

სწორედ Mas que Nada იყო პირველი სინგლი 2006 წელს will.i.am-თან ერთად გამოცემული ალბომისა Timeless, სადაც სიმღერას მენდესი Black Eyed Peas-სთან ერთად ასრულებს. სწორედ ამ თანამშრომლობამ მოუტანა კომპოზიციას მსოფლიო პოპულარობა. Სიმღერა ისმოდა „ნაიკის” რეკლამაში, ასევე NBA-სა და FIFA World Cup-ის კომპიუტერულ თამაშებში. ალბომში ასევე მონაწილეობენ ერიკა ბადუ, ჯილ სკოტი, ჯონ ლეჯენდი, სტივი უანდერი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და თავად will.i.am.

მენდესს მოგებული აქვს ერთი საერთაშორისო და ორი ლათინური გრემი. 2012 წელს ის წარდგენილი იყო ოსკარზეც მისი მუსიკალური თემისთვის Real in Rio – ანიმაციური ფილმისთვის Rio. მენდესზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი Sérgio Mendes: In the Key of Joy.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალზე ვეღარ წარდგება

შემდეგი სტატია

ბიბი კვაჭაძე ჯგუფ GD EMPIRE-ის ცნობილი სიმღერის, Tsangala da Gogona-ს რიმეიქს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი