2024 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას ემინემი გახსნის

VMA-ს ცერემონია ემინემმა ბოლოს 2010 წელს გახსნა ჰიტით Not Afraid, შემდეგ კი სცენაზე რიანა მიიწვია და Love the Way You Lie შეასრულა.
ემინემი. ფოტო: Scott Legato/Getty Images

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება (VMA) 11 სექტემბერს გაიმართება. ცერემონია ნიუ-იორკის UBS Arena-ზე ჩატარდება. 2024 წლის VMA-ს დაჯილდოებას ემინემი გახსნის. ეს ცნობილი რეპერის პირველი ცოცხალი შესრულება იქნება მას შემდეგ, რაც თავისი მე-12 სტუდიური ალბომი, The Death of Slim Shady (Coup de Grace) გამოსცა. 

ემინემი მუსიკალური ნომრით VMA-ზე ბოლოს 2022 წელს სნუპ დოგთან ერთად წარდგა. დაჯილდოება მან 2010 წელსაც გახსნა, ჰიტით  Not Afraid, შემდეგ კი სცენაზე რიანა მიიწვია და Love the Way You Lie შეასრულა. VMA-ზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შოუ ემინემს 2009 წელს ჰქონდა, როცა The Real Slim Shady და The Way I Am შეასრულა. გამოსვლის დროს რეპერმა მასშტაბური მსვლელობა მოაწყო. შოუში მონაწილეობდა 100-ზე მეტი მსახიობი, რომლებსაც ემინემის გარეგნობა და იმიჯი ჰქონდათ.  ემინემმა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე თავის სადებიუტო წელსაც მიიღო მონაწილეობა – 1999 წელს მან Guilty Conscience და My Name Is შეასრულა. 

ემინემმა VMA-ზე წელს რვა ნომინაცია მიიღო. Houdini წარდგენილია  წლის საუკეთესო ვიდეოს, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო მონტაჟის, საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისა და ზაფხულის სიმღერის ნომინაციებში. გარდა ამისა, ემინემი წარდგენილია წლის არტისტის ნომინაციაზე და ასევე 2000 წლის ცოცხალი შესრულებისათვის ნომინირებულია VMA-ს საუკეთესო შესრულების კატეგორიაში. 

თუ ემინემი ერთ კატეგორიაში მაინც გაიმარჯვებს, ის პიტერ გებრიელის რეკორდს მოხსნის, რომელმაც  შოუს ისტორიაში ამ დროის მონაცემებით ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვა. 

დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი წელს Megan Thee Stallion იქნება, რომელიც მუსიკალურ ნომერსაც შეასრულებს. სპეციალური ჯილდო გადაეცემა კეტი პერის, რომელიც ასევე გამოვა სცენაზე. VMA-შემსრულებლებს შორის ასევე არიან GloRilla, Halsey, კამილა კაბეიო, ლენი კრავიცი, საბრინა კარპენტერი, შონ მენდესი და სხვა არტისტები. 

რაც შეეხება ნომინაციებსმ ტეილორ სვიფტი კვლავაც ლიდერობს 12 ნომინაციით. მას მოჰყვება Post Malone 11 ნომინაციით, მესამე ადგილს კი იკავებს ემინემი 8 ნომინაციით. შვიდ ნომინაციაში არიან წარდგენილი არიანა გრანდე, Megan Thee Stallion, საბრინა კარპენტერი და SZA. ოთხი ნომინაცია მიიღეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან ბილი აილიში, ლისა, Charli xcx, GloRilla, ოლივია როგორიო, ტედი სვიმსი, ბენსონ ბუნი. 

2024 წლის VMA ნიუ-იორკის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ტრანსლაცია MTV-ის გლობალურ არხებზე შედგება. დაჯილდოების წინ, ტრადიციულად, მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რომელიც 6 სექტემბერს შეწყდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალანის მორისეტი ბილბორდ კანადის ღონისძიებაზე „ქალები მუსიკაში“ 2024 წლის 7 სექტემბერი, ტორონტო. Robert Okine/Getty Images

საუკეთესო მომენტები 2024 წლის ბიბლორდ კანადის ღონისძიებიდან  „ქალები მუსიკაში“

შემდეგი სტატია

The Weeknd Courtesy of Apple

The Weeknd-ახალ სინგლს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

თუფაქ შაკურის ოჯახმა რეპერის მკვლელობასთან Diddy-ს კავშირის დასადგენად დეტექტივების გუნდი დაიქირავა

შაკური 25 წლის იყო, როდესაც ლას-ვეგასში მანქანით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მეტი

რატომ შეიძლება იყოს კენდრიკ ლამარის Not Like Us გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი აქტუალური ნომინანტი

ტრეკმა სტრიმინგ სერვისების რეკორდები მოხსნა და იქცა კენდრიკ ლამარის მეოთხე ჰიტად, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
მეტი

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.
მეტი

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

Billboard-მა ახალი სარედაქციო მიმართულება –  Billboard Family წარადგინა

Billboard Family იქნება სივრცე მშობლებისა და შვილებისათვის და მასზე მხოლოდ საგანგებოდ გაფილტრული და შერჩეული მასალა განთავსდება. მასალა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და გააერთიანებს სიახლეებს, ჩარტებსა და ვიდეოებს.
მეტი