ტეილორ სვიფტი პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს

„მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას მეტის მიღწევა შეუძლია, თუ ჩვენ სიმშვიდით და არა ქაოსით ვიხელმძღვანელებთ”, – აცხადებს სვიფტი
ტეილორ სვიფტი The Eras - ტურნეზე, 2024 წლის 29 მაისი, ესპანეთი Xavi Torrent/TAS24/Getty Images for TAS Rights Management
ტეილორ სვიფტი The Eras – ტურნეზე, 2024 წლის 29 მაისი, ესპანეთი
Xavi Torrent/TAS24/Getty Images for TAS Rights Management

ტელორ სვიფტმა აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

პოპ-ვარსკვლავმა ინსტაგრამზე პოსტი კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის პირველი დებატების შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც მას 238 მილიონი გამომწერი ჰყავს. მომღერალმა შეაქო კამალა ჰარისი და მას ძლიერი, ნიჭიერი და მებრძოლი ლიდერი უწოდა, რომელიც LGBTQ+ და ქალთა რეპროდუქციულ უფლებებს იცავს. 

პოსტს თან ტეილორ სვიფტის და მისი კატის, ოლივია ბენსონის ფოტო ახლავს. არტისტი ამბობს, რომ დებატების შემდეგ კვლევა ჩაატარა, თუ რომელი კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.

„როგორც ბევრი თქვენგანი, მეც დავინტერესდი დებატებით. თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ არჩევანი, ახლა კარგი დროა, პატარა კვლევა ჩაატაროთ, რომელიც  განსახილველ საკითხებსა და იმ პოზიციებს შეეხება, რომლებიც თქვენთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია. როგორც ამომრჩეველს, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ვუყურო და თვალი ვადევნო კანდიდატების მიერ შეთავაზებულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს.

ტეილორ სვიფტის განცხადება გარკვეულწილად გავრცელებული დეზინფორმაციის გაბათილებისკენ იყო მიმართული. სოციალურ ქსელში AI-ს მიერ გენერირებული ყალბი სურათი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ტეილორი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ფოტო კი დონალდ ტრამპმა აგვისტოში მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა.

“ამ ყველაფერმა ხელოვნური ინტელექტისადმი შიში გამიჩინა, დეზინფორმაცია კი ნამდვილად საშიში მექანიზმია, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს“, – წერს ტეილორ სვიფტი.

პოპ-ვარსკვლავის მხარდაჭერამ კანდიდატების ყურადღებაც მიიპყრო.

MSNBC-ის სატელევიზიო გადაცემაში დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ტიმ უოლცმა ტეილორის მხარდაჭერა მოიწონა და მას მადლობა გადაუხადა.

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ტეილორ სვიფტს, ჩვენ ასეთი სითამამე ამერიკაში ნამდვილად გვჭირდება.“ – განაცხადა ტიმ უოლცმა.

ტეილორ სვიფტმა გამომწერებს მოუწოდა, კანდიდატების შესახებ მცირე კვლევა ეწარმოებინათ და შემდეგ გადაეწყვიტათ, ვის დაუჭერდნენ ხმას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არტისტი დემოკრატებს უჭერს მხარს. 2020 წელს მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტეილორ სვიფტს თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავს, მისმა  ბოლოდროინდელმა მხარდაჭერამ შესაძლოა დიდი ზეგავლენა მოახდინოს ახალგაზრდა ამომრჩევლებზე.

ნახეთ ტეილორ სვიფტის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართული ბენდი Psychonaut 4 მექსიკაში მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე წარდგა

შემდეგი სტატია

ბენ სტილერი 2022 წლის Gotham-ის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 ნოემბერი, ნიუ-იორკი Theo Wargo/Getty Images

ბენ სტილერის თქმით კენდრიკ ლამარის მისი ფავორიტი სიმღერაა Euphoria

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
მეტი