დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის განცხადებას გამოეხმაურა – „მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის შოუ ბიზნესზე” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა

ტეილორ სვიფტმა განცხადებაში მხარი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს დაუჭირა
დონალდ ტრამპი 2024 წლის 10 სექტემბერი r> MATTHEW HATCHER/AFP via Getty Images
დონალდ ტრამპი 2024 წლის 10 სექტემბერი r> MATTHEW HATCHER/AFP via Getty Images

დონალდ ტრამპი 11 სექტემბერს Fox & Friends-ში ტეილორ სვიფტის განცხადებას გამოეხმაურა:  ინტერვიუს დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი ტეილორ სვიფტის ფანი არასდროს ყოფილა: „სიმართლე თუ გინდათ, ტეილორ სვიფტი არასდროს მომწონდა, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო, რეალურად ქალბატონი მაჰომესი უფრო მომწონს ის ტრამპის დიდი ფანია.”  – აღნიშნა ტრამპმა რომელმაც საუბარში ბრეტანი მაჰომესი იგულისხმა. ბრეტანი კანზას სიტის ფეხბურთელის, პატრიკ მაჰომესის მეუღლე და  Kansas City-ს ამჟამინდელი თანამფლობელია. იგი ტეილორ სვიფტს მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც  მუსიკოსმა ტრევის კელსთან ურთიერთობა დაიწყო.

„მე არასდროს ვყოფილვარ ტეილორ სვიფტის ფანი, ტეილორი ძალიან ლიბერალია, როგორც ჩანს, ის ყოველთვის დემოკრატებს  უჭერდა მხარს. მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ კი შესაძლოა  უარყოფითად იმოქმედოს მის შოუ ბიზნესზე.” – ამბობს ტრამპი.

ტრამპმა საუბარი ბრეტანი მაჰომესზე გადაიტანა და მისდამი სიმპათია გამოხატა. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრეტანი და ტეილორ სვიფტი ხშირად ესწრებოდნენ კანზას სიტის თამაშებს ერთად, თუმცა გასულ ხუთშაბათს Chiefs-ის სეზონის გახსნისას, ისინი ერთმანეთისგან შორს ისხდნენ, ეს კი შესაძლოა ბრეტანის ინსტაგრამ პოსტის გამო მოხდა, სადაც იგი ტრამპის 2024 წლის საარჩევნო პლატფორმას იწონებს. ტრამპმა მხარდაჭერისთვის ბრეტანის მადლობა გადაუხადა.

Fox & Friends-თან ინტერვიუს დროს ტრამპმა დებატებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს მისთვის საუკეთესო დებატები იყო. მისი თქმით, მან ეს დებატები მოიგო. მიუხედავად ტრამპის ამ შეფასებისა, დებატებმა საზოგადოებაში ტრამპის საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია. 

ტეილორ სვიფტს აქამდე საჯაროდ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებისთვის მხარი არ დაუჭერია, თუმცა 2020 წელს მან მხარი დემოკრატიულ პარტიას დაუჭირა. 

ტეილორ სვიფტის განცხადება გარკვეულწილად გავრცელებული დეზინფორმაციის გაბათილებისკენაც იყო მიმართული. სოციალურ ქსელში AI-ს მიერ გენერირებული ყალბი სურათი გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ტეილორი დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, ფოტო კი დონალდ ტრამპმა აგვისტოში მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა.

“ამ ყველაფერმა ხელოვნური ინტელექტისადმი შიში გამიჩინა, დეზინფორმაცია კი ნამდვილად საშიში მექანიზმია, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს“, – წერდა ტეილორ სვიფტი განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენ სტილერი 2022 წლის Gotham-ის დაჯილდოებაზე, 2022 წლის 28 ნოემბერი, ნიუ-იორკი Theo Wargo/Getty Images

ბენ სტილერის თქმით კენდრიკ ლამარის მისი ფავორიტი სიმღერაა Euphoria

შემდეგი სტატია

„მე გაჩუქებ შვილს” – ილონ მასკი ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი

საქართველოში არსებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები რეპრესიების წინააღმდეგ ერთიანდებიან და სოლიდარობის მსვლელობას მართავენ

რეპრესიების წინააღმდეგ მიმართული სოლიდარობის მარში დღეს, 13 დეკემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
მეტი