2025 წელს ფილმ Wicked-ის მეორე ნაწილი გამოვა

Wicked-ის პირველი ნაწილი, სადაც არიანა გრანდე პერსონაჟ გლინდას როლს თამაშობს, ამ შემოდგომას გამოვა

Universal Pictures-მა განაცხადა, რომ ბროდვეის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლი 2025 წლის 21 ნოემბერს გამოვა, ფილმის პირველი ნაწილი კი კინოეკრანებზე 2024 წლის 22 ნოემბერს გამოჩნდება.

სანამ ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდებოდა, ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელში ფილმ Wicked-ის თიზერ ვიდეო გავრცელდა. 30 წამიან ვიდეოში გულშემატკივრებმა არიანა გრანდე ჯადოქარ გლინდას როლში, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი იხილეს.

საანონსო ვიდეოში არიანა გრანდე მიუზიკლის მთავარი სიმღერის, Popular-ის ნაწყვეტს ასრულებს. ვიდეოს ბოლოს კი გლინდას ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა ისმის მიუზიკლიდან. „კარგია ჩემი ნახვა, არა?” – მიმართავს ის ოზის მცხოვრებლებს.

ნახეთ ანონსი ფილმ Wicked-ის მეორე ნაწილის შესახებ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები”  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საუბრობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი