ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები”  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საუბრობენ

ბრაზილიის, იტალიისა და ჩეხეთის ელჩები საქართველოში ფესტივალ „ღამის სერენადების” მხარდამჭერები არიან

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს 21 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ღამის სერენადები“  ცნობილმა ქართველმა ვირტუოზმა მევიოლინე ლიანა ისაკაძემ დააარსა, წელს კი ფესტივალს მისი სახელი მიენიჭა. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები  საქართველოს სამ ქალაქში  – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში იმართება.  

ერთი თვის განმავლობაში ფესტივალი მსმენელს შვიდ კონცერტს შესთავაზებს, სადაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები მოიყრიან თავს. ღონისძიების პერიოდში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და სემინარები მოსწავლე ახალგაზრდებისათვის.

ფესტივალის განმავლობაში თბილისში ოთხი კონცერტი 15, 17, 18 და 20 სექტემბერს კონსერვატორიაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის გულშემატკივრები და მხარდამჭერები მრავალი წლის განმავლობაში არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

იტალიის საელჩო საქართველოში „ღამის სერენადების” ტრადიციული მხარდამჭერია. წლევანდელ ფესტივალში იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით სამი კონცერტი გაიმართება:  15 სექტემბერს ცნობილი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში უხელმძღვანელებს.

„ფესტივალი დამსახურებულად იკავებს უმნიშვნელოვანეს ადგილს საქართველოს კულტურულ, კერძოდ კი მუსიკალურ ცხოვრებაში.” – ამბობს იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო. 

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები” იტალიის ელჩი საუბრობს: 

17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება, სადაც ფოლკლორისა და კონვენციური მუსიკის სინთეზი, სამბა და, რაც მთავარია, ბოსა ნოვა შესრულდება. 

„ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს საშუალება წარმოგიდგინოთ ბრაზილიური კლასიკური მუსიკის კონცერტი ფესტივალ „ღამის სერენადების” ფარგლებში.” – აცხადებს ბრაზილიის ელჩი ოსვალდო ბიატო ჟუნიორი.

18 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბედრჟიხ სმეტანას, ანტონის დვორჟაკისა და სხვა ცნობილი ჩეხი კომპოზიტორების მუსიკა აჟღერდება. 

„მოხარული ვარ, რომ ფესტივალ „ღამის სერენადების” დირექტორის, ნინა ცაგარელის  და სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი ისაკაძისა და საორგანიზაციო შემოქმედებითი გუნდის დამსახურებით  ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის ერთი საღამო მიეძღვნება ჩეხურ მუსიკას.” –  აცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  პერტ კუბერნატი.

წლევანდელი ფესტივალი 20 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმო პროგრამით, „ვივალდი და მეგობრები“ დაიხურება.

ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ზე არის შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წელს ფილმ Wicked-ის მეორე ნაწილი გამოვა

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მეტი
ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ცაგარელი

„ღამის სერენადები“  განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება –  ინტერვიუ ფესტივალის აღმასრულებელ დირექტორთან ნინა ცაგარელთან

მრავალფეროვანი პროგრამა, საერთაშორისო ვარსკვლავები და სამი ქალაქის მუსიკალური მოგზაურობა - ფესტივალი ღამის სერენადები იწყება.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი