ლედი გაგამ Joker-ის მეორე ნაწილის თანმხლები ალბომი, სახელწოდებით Harlequin დააანონს

მომღერალმა ინსტაგრამის მეშვეობით გაამხილა, რომ ალბომი 27 სექტემბერს გამოვა.

სანამ ლედი გაგას მსმენელები მუსიკოსის ახალ, მეშვიდე ალბომს ელიან, მომღერალმა ახალი პროექტი დააანონსა. მომღერალი ფილმ Joker: Folie à Deux-ს თანმხლებ ალბომს გამოსცემს, რომლის სახელწოდებაა Harlequin. 

ლედი გაგამ ინსტაგრამის მეშვეობით გაამხილა, რომ ალბომი 27 სექტემბერს გამოვა. მან ალბომის ყდაც წარადგინა. ფოტოზე ის ტანსაცმლით დგას შხაპის ქვეშ და

წყლის ჭავლი მის სახეზე გაკეთებულ ჯამბაზის გრიმს რეცხავს. ლედი გაგამ საინტერესო ფორმით სავარაუდო ტრეკლისტიც წარადგინა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ ფოტოზე Gayle Valley Farms-ის რძის მუყაოს შეფუთვას ვხედავთ, რომელზეც სიმღერების სახელწოდებები წერია. მათ შორის არის Get Happy, Oh When the Saints და სხვა. 

ახალ ალბომთან დაკავშირებით სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფანებმა ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში ახალი სარეკლამო ბილბორდები შენიშნეს, რომლებზეც „LG 6.5” ეწერა. ამ ბილბორდების შინაარსი ჰგავდა გაგას ბოლო პოსტებს, რომლებსაც არტისტი ბოლო დღეების განმავლობაში ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებდა. 

Harlequin-ის გამოცემის შემდეგ ფანები ლედი გაგას ახალ, მეშვიდე სტუდიურ ალბომსაც ელიან, რომელიც 27 სექტემბერს გამოვა. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც ლედი გაგამ Joker: Folie à Deux-ის ალბომი Harlequin დააანონსა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხატია ქორიძე - მუსიკოსი

Billboard Georgia Stage – ხატია ქორიძის ალბომის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

Massive Attack-მა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ფარგლებში მუსიკალური შოუების სერია დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი