ბრიტნი სპირსი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შემთხვევას იხსენებს

მომღერლის თქმით, ცეცხლმა მას წარბები და წამწამები დაუწვა.
ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი საკუთარ სახლში მომხდარ საშიშ შემთხვევას იხსენებს, რომლის შედეგადაც მომღერალს წარბები და წამწამები დაეწვა.

პოპის პრინცესამ ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, სადაც იხსენებს შემთხვევას, რომელიც დაახლოებით ექვსი თვის წინ მის სახლში მოხდა. „ჩემს ოთახში ვიყავი და ბუხარში ცეცხლი ავანთე. მოულოდნელად კი ცეცხლი სახეში მეცა. ეს ადრეც მომხდარა, ასე რომ, ცეცხლის დანთებას ყოველთვის ჩემს დაცვას ვთხოვდი ხოლმე, რადგან სულ მეშინოდა მისი აფეთქების. თუმცა ამჯერად ეს მე გავაკეთე და ცეცხლი პირდაპირ სახეში მეცა. მთელი წარბები და წამწამები დამეწვა და ამ ბავშვის თმას ხედავთ? ეს ექვსი თვის წინანდელია, რადგან მთლიანი თმა შემიტრუსა. ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიყავი, არ იღვიძებდა და ვიფიქრე, სასწრაფოსთვის მიმემართა, რადგან ჩემი სახე იწვოდა.”

სპირსის თქმით, მიღებული დამწვრობის შედეგად სახე ისე სტკიოდა, რომ ყინულსაც კი ვერ იდებდა და ვერც ტელეფონს ხმარობდა. საბოლოოდ კი „ტაილენოლის” სამი აბი დალია და დაიძინა. „ახლა ყველაფერი კარგადაა. ხდება ხოლმე,” – აღნიშნავს მომღერალი.

სპირსი ამჟამად ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ისაუბრა. „პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, არ არის ბიოგრაფიული ფილმი… ეს არის მიუზიკლი, რომელშიც ძალიან ინტელექტუალურ პერსონაჟს განვასახიერებ,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Cure-მა დაანონსებული ალბომიდან სიმღერის თიზერი გაავრცელა

შემდეგი სტატია

Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Aine Merme-ს სადებიუტო  EP

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი