ლედი გაგას და ბრუნო მარსის ახალი სიმღერა მეოთხე კვირაა, რაც Billboard-ის მუსიკალური ჩარტების ლიდერია

Die With a Smile პირველ ადგილს Global 200-ის და lboard Global Excl. U.S.-ის ჩარტებში იკავებს.
Lady Gaga & Bruno Mars. ფოტო: John Esparza

ლედი გაგას და ბრუნო მარსის სიმღერა Die With a Smile მეოთხე სრული კვირაა, რაც Billboard Global 200-ისა და lboard Global Excl. U.S.-ის მუსიკალური ჩარტების ლიდერია. ეს სიმღერა არტისტების ალბომებისაგან დამოუკიდებელ სინგლად გამოიცა. 

Global 200 და Global Excl. U.S ჩარტები Billboard-მა 2020 წელს წარადგინა. ის ავლენს ჩანაწერების სარეიტინგო სიას მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე მოსმენისა და გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით. Global 200-ის ჩარტი მსოფლიო მასშტაბით 200-მდე ტერიტორიულ ერთეულს ფარავს და ის  საერთაშორისო მონაცემებს ეყრდნობა, Global Excl. U.S ჩარტში კი არ შედის შეერთებული შტატები. შედეგები მონაცემების ოფიციალური პროვაიდერის, კომპანია Luminate-ის სტატისტიკის მიხედვით განისაზღვრება. 

Die With a Smile ამ დროისთვის Global 200-ის ჩარტში 117,8 მილიონი სტრიმით ლიდერობს. წელს მსგავსი წამყვანი პოზიციები ასევე მოიპოვა ისეთმა ჰიტებმა, როგორებიც არის საბრინა კარპენტერის Please Please Please და კენდრიკ ლამარის Not Like Us. Global 200-ის მეორე ადგილზეა ბილი აილიშის Birds of a Feather, რომელიც აგვისტოს ბოლოს სამი კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. Global 200-ის ჩარტის ტოპ ათეულში ვხვდებით საბრინა კარპენტერის სამ სიმღერას: Espresso, Taste და Please Please Please. 

ნახეთ ლედი გაგას და ბრუნო მარსის საერთო კლიპი, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Die With a Smile: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მამაკაცმა ტეილორ სვიფტის მიერ ხელმოწერილი გიტარა აუქციონზე მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ გაენადგურებინა

შემდეგი სტატია

The Cure-მა დაანონსებული ალბომიდან სიმღერის თიზერი გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი