არიანა გრანდეს თქმით, მერაია ქერი მისი ცხოვრების დედოფალია

„მერაია ქერი ყველაზე საყვარელი ადამიანია, ვისთანაც ოდესმე მითანამშრომლია“ – ამბობს არიანა გრანდე
მერაია ქერი და არიანა გრანდე - ფოტო: კატია თემკინი
მერაია ქერი და არიანა გრანდე – ფოტო: კატია თემკინი

არიანა გრანდეს სიმღერა yes and? 2024 წლის იანვარში გამოვიდა და მალევე იმდენად პოპულარული გახდა, რომ თებერვალში  ბილბორდ 100-ის სათავეში მოექცა. პარალელურად არიანამ სინგლის რემიქსი მერაია ქერისთან ერთად ჩაწერა. ცოტა ხნის წინ პოპ-ვარსკვლავმა Vanity Fair-ის შოუში „ტყუილის დეტექტორი” მიიღო მონაწილეობა, სადაც მერაია ქერიზე აღფრთოვანებით საუბრობს. მერაიამ არიანას რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამ სთორიში უპასუხა: „მიყვარხარ @arianagrande.” მერაიამ არიანა გრანდეს ფილმ  Wicked-ის ეპიზოდიც გააზიარა და დაამატა, რომ ფილმის გამოსვლას მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, რომ ფილმი Wicked კინოეკრანებზე 22 ნოემბერს გამოვა.

„ტყუილის დეტექტორში” წამყვანი არიანას სთხოვს, დაასახელოს საყვარელი მომღერალი, ვისთანაც ოდესმე უთანამშრომლია, რაზეც არიანა პასუხობს: „მერაია ქერი ჩემი ცხოვრების დედოფალია. ვფიქრობ, სწორედ ის უნდა დავასახელო, რადგან ჩვენი თანამშრომლობა უნიკალური რამ იყო. მისი ცოცხლად მოსმენა და მასთან თანამშრომლობა საუკეთესო რამ იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა. რა თქმა უნდა, მერაია ქერის ვასახელებ.” – ამბობს არიანა გრანდე.

მერაია ქერი ერთ-ერთი ის მომღერალია, ვისთანაც არიანა გრანდემ ალბომ  Eternal Sunshine-ის ფარგლებში ითანამშრომლა.  ივნისში სიმღერა The Boy Is Mine-ის რემიქსისთვის მას  Brandy და Monica შეუერთდნენ. მარტში Supernatural-ის განახლებული ვერსია კი არიანამ ტროი სივანთან ერთად ჩაწერა.

არიანა გრანდემ 1 ოქტომბერს ალბომ Eternal Sunshine-ის რემიქსი გამოსცა,  LP-ში შვიდი ახალი, ცოცხლად შესრულებული სიმღერაც შედის, რომელთა მუსიკალური ჩანაწერებიც მომღერლის Youtube არხზე გამოქვეყნდა.

მერაია ქერი კი ყოველწლიური საშობაო ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც 2024 წლის კიდევ ერთ სადღესასწაულო ტურნეს მოიცავს.

გასულ კვირას American Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე  გამოცემა Entertainment Tonight-ს მერაია ქერიმ განუცხადა: „ყველაფერი კარგად მიდის, ახლახან დავასრულეთ მუშაობა ჩემს „სეტლისტზე” მთლიანი სცენის მოწყობაზე, კოსტიუმებზე და მოცეკვავეებზე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Diddy-ს დედა თავის ვაჟს იცავს: „ის არ არის მონსტრი, რომელიც მისგან შექმნეს”

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარის სიმღერამ „ბილბორდის“ ჩარტის რეკორდი მოხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი