MTV-ის ევროპის მუსიკალური დაჯილდოების (EMA) ნომინაციებში ქალები დომინირებენ, ტეილორ სვიფტის ლიდერობით

ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე 11 არტისტიდან 10 ქალია.
ტეილორ სვიფტი 2022 წლის MTV EMA დაჯილდოებაზე
Kevin Mazur/WireImage

ყველამ ვიცით, რომ გასული წლის მუსიკალურ სცენაზე ქალები დომინირებდნენ, თუმცა MTV-ის ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ნომინაციებმა მოლოდინს გადააჭარბა: 2024 წლის EMA-ზე ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე 11 არტისტიდან 10 სწორედ ქალია. ლიდერთა სიის ერთადერთი კაცი კი კენდრიკ ლამარია, რომელიც ოთხ კატეგორიაშია წარდგენილი.

სიის სათავეში ტეილორ სვიფტია შვიდი ნომინაციით. მათ შორისაა საუკეთესო არტისტი, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო პოპი და ყველაზე დიდი ფანკლუბი. არიანა გრანდე, ბილი აილიში, Charli XCX და საბრინა კარპენტერი თანაბრად ინაწილებენ 5-5 ნომინაციას. მათ ოთხი ნომინაციით მოსდევენ არია სტარი, ბიონსე, ლისა, ჩაპელ როუნი, ტაილა და კენდრიკ ლამარი. 

წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტები თვალსაჩინოს ხდიან პოპმუსიკის გლობალიზაციასაც. Charli XCX ინგლისიდანაა, სტარი – ნიგერიიდან, ლისა – ტაილანდიდან (თუმცა ცნობილი გახდა სამხრეთ კორეული ჯგუფიდან BLACKPINK), ტაილა კი – სამხრეთ აფრიკიდან. 

საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში გამარჯვებულს თავად MTV გამოავლენს. ნომინანტები არიან: არიანა გრანდეს We Can’t Be Friends (Wait for Your Love), Charli XCX-ის 360, ემინემის Houdini, კენდრიკ ლამარის Not Like U, ლისას New Woman და ტეილორ სვიფტის Fortnight. დანარჩენ ნომინაციებში კი გამარჯვებულები ხმის მიცემით გამოვლინდებიან. ხმის მიცემა 6 ნოემბრამდე MTV-ის ვებსაიტიდან იქნება შესაძლებელი. 

დაჯილდოება კვირას, 10 ნოემბერს მანჩესტერში გაიმართება. გასული წლის ცერემონია პარიზში 5 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ორი კვირით ადრე ისრაელი-ჰამასის ომის გამო გაუქმდა. მისი არსებობის 30-წლიან ისტორიაში ეს EMA-ს გაუქმების პირველი შემთხვევა იყო.

წელს მერვე შემთხვევა იქნება, როცა EMA დიდ ბრიტანეთში ტარდება. ცერემონიას აქამდე სამჯერ უმასპინძლა ლონდონმა, ასევე სხვადასხვა წელს დაჯილდოება გაიმართა ლივერპულში, ედინბურგში, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და გლაზგოში. 

ნახეთ 2024 წლის MTV EMA-ს ნომინანტები:

საუკეთესო სიმღერა:

არიანა გრანდე – We Can’t Be Friends (Wait for Your Love)
ბენსონ ბუნი – Beautiful Things
ბიონსე – Texas Hold ‘Em
ბილი აილიში – Birds of a Feather
ჩაპელ როუნი – Good Luck, Babe!
საბრინა კარპენტერი – Espresso

საუკეთესო ვიდეო:

არიანა გრანდე – We Can’t Be Friends (Wait for Your Love)
Charli XCX – 360
ემინემი – Houdini
კენდრიკ ლამარი – Not Like Us
ლისა feat. როსალია – New Woman
ტეილორ სვიფტი feat. Post Malone – Fortnight

საუკეთესო არტისტი:

ბიონსე
ბილი აილიში
Post Malone
Raye
საბრინა კარპენტერი
ტეილორ სვიფტი

საუკეთესო პოპი:

არიანა გრანდე
ბილი აილიში
კამილა კაბეიო
Charli XCX
დუა ლიპა
საბრინა კარპენტერი
ტეილორ სვიფტი

საუკეთესო როკი:

ბონ ჯოვი
Coldplay
Green Day
Kings of Leon
ლენი კრავიცი
ლიამ გალაგერი
The Killers

საუკეთესო ჰიპ-ჰოპი:

Central Cee
ემინემი
კენდრიკ ლამარი
Megan Thee Stallion
ნიკი მინაჟი
ტრევის სკოტი

ყველაზე დიდი ფანკლუბი:

Anitta
არიანა გრანდე
ბიონსე
ბილი აილიში
ჩაპელ როუნი
Charli xcx
კეტი პერი
ლისა
ნიკი მინაჟი
საბრინა კარპენტერი
შონ მენდესი
ტეილორ სვიფტი

ნომინაციების სრული სია ნახეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ რიანა მისი შვილების დედა იქნებოდა

შემდეგი სტატია

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი