პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონი საუთპორტში ტეილორ სვიფტის თემატურ საცეკვაო კლასზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაზარალებულებს შეხვდნენ

სამეფო წყვილი ტრაგედიას სოციალურ მედიაშიც გამოეხმაურა.

ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც  დანით შეიარაღებულმა პირმა ტეილორ სვიფტის თემატური ცეკვის კლუბში სამი ბავშვი მოკლა და კიდევ რამდენიმე დაჭრა. ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად საუთპორტს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ეწვივნენ. 

ჟურნალ People-ის ინფორმაციით, წყვილი დაღუპულთა ოჯახის წევრებს პირადად შეხვდა. სამეფო ოჯახის წევრები ასევე შეხვდნენ ცეკვის კლუბის მასწავლებელს, რომელიც თავდასხმის დროს ადგილზე იმყოფებოდა. ამ შემთხვევისას რვა ბავშვი და ორო ზრდასრული ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული. 

უელსის პრინცმა და პრინცესამ ასევე ისაუბრეს საუთპორტის პირველადი რეაგირების ჯგუფთან, რომელიც პირველები გამოცხადდა დანაშაულის ადგილას.

„გულითად მადლობას გიხდით საუთპორტის მოსახლეობას თქვენს გამოცდილებაზე საუბრისა და გარდაცვლილი ახალგაზრდების პატივისცემისთვის. ტრაგედიისას საზოგადოების სიძლიერე და გამძლეობა ჩვენ გვახსენებს იმ კავშირებს, რომლებიც გვაერთიანებს,”- წერია უილიამისა და ქეითის ოფიციალურ ინსტაგრამზე. პოსტს  წყვილის ვიზიტის ამსახველი ვიდეოც ახლავს. ეს იყო მიდლტონის პირველი საჯარო გამოჩენა მას შემდეგ, რაც სექტემბერში განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. ექვსი თვით ადრე პრინცესამ გაამხილა, რომ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას გადიოდა.

სამეფო წყვილის ვიზიტამდე საუთპორტში სვიფტმაც მიაგო პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას. ის აგვისტოში ლონდონში თავისი Eras Tour-ის კონცერტზე კულისებში შეხვდა თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. ივლისში, პოპ ვარსკვლავმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ  ამ ტრაგედიის გამო „სრული შოკი ჰქონდა”. 

„უდანაშაულოთა სიცოცხლის დაკარგვა და საშინელი ტრავმა, რომელიც ყველას ეხება – ოჯახებსა და პირველადი რეაგირების თანამშრომლებს. ისინი უბრალოდ

ბავშვები იყვნენ საცეკვაო გაკვეთილზე. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ჩემი თანაგრძნობა გადმოვცე ამ ოჯახების მიმართ,” – განაცხადა სვიფტმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი კონკურს Kulturkreis-ის გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი