will kolak-ის ახალი სიმღერა „მლიქვნელს“

სიმღერა მუსიკალურ პლატფორმებზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა

will kolak-მა სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი სახელწოდებით „მლიქვნელს“ გამოუშვა. ტრეკი ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს სარკაზმით გადმოსცემს და არსებულ ვითარებას ამგვარად უცხადებს პროტესტს.

თორნიკე ცორიკიშვილი, will kolak-ის ვოკალისტი:

„როგორც უმეტესწილად ხდება ხოლმე, გარშემო შექმნილი სიტუაცია დედაქალაქში (და არამარტო) ხშირად ახდენს გავლენას მუსიკოსის შემოქმედებაზე. ამ შემთხვევაშიც  ბოლოდროინდელი ვნებათაღელვის გადმოცემა ჩვენებური ჟღერადობით ვცადეთ. ბოლომდე სერიოზულად საუბარს აზრი დაეკარგა, ცოტა სარკაზმი, ცოტა ბილწსიტყვაობა, რიფი, რომელიც მოძრაობისკენ გიბიძგებს და ჯიბის კამერით გადაღებული ვიდეო რგოლი – ეს არის „მლიქვნელს“-ის რეცეპტი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაწერილი გვაქვს. ტრეკები მზადყოფნაშია, მათ შორის კოლაბორაციული ტრეკები, რომლებსაც სუპერ ნიჭიერ და სუპერ ქულ მუსიკოსებთან ვამზადებთ. იგეგმება ტურიც, თუმცა ყველაფერი 26 ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული. ყველა ვხვდებით, რომ მარტივი ბრძოლა არ იქნება. ვემზადებით უარესისთვის – უკეთესის მოლოდინში ან პირიქით, ვემზადებით უკეთესისთვის – უარესის მოლოდინში.

ტრეკის ვიზუალურად გადმოცემაზე ჩვენმა ახლადშეძენილმა  მეგობარმა იზრუნა, რომლის სასცენო სახელია Johnny Freshbone. ეს მისი სადებიუტო ნამუშევარია და მთელი ჯგუფი კმაყოფილი ვართ ექშენით. ლევან ლათსი აქამდე მხოლოდ ქავერ არტებით გვანებივრებდა, ხოლო ამ ვიდეოზე კამერამენის როლი შეითავსა, რაც მისთვისაც ახალი იყო.“

როკ-ჯგუფი will kolak  2023 წელს ჩამოყალიბდა, ამავე წელს ბენდი Newcomers 2023-ის გამარჯვებული გახდა და აუდიტორიის წინაშე Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგა.  ბენდი უახლოეს მომავალში ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს, რომლის სახელწოდება იქნება  GET DOWN. 

19 ოქტომბერს რუსტერის სცენაზე will kolak-ის Duck Tape-ის და Skazz-ის ერთობლივი კონცერტია დაგეგმილი.

მოისმინეთ will kolak-ის ახალი სიმღერა „მლიქვნელს”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

სოფო ბათილაშვილი მსმენელის წინაშე ახალი ბენდით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი