Tyler, the Creator ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც The Bear-ის ვარსკვლავი აიო ედებირიც მონაწილეობს

Noid მეორე სიმღერაა რეპერის მომავალი ალბომიდან Chromakopia.
Tyler, The Creator
Luis “Panch” Perez

ახალი სიმღერის, St. Chroma-ს წარდგენის შემდეგ Tyler, the Creator-მა რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი Chromakopia დააანონსა, რომელიც 28 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს გამოვა, რათა დაასრულოს ინდუსტრიაში არსებული, ახალი მუსიკის პარასკევობით გამოშვების სტანდარტი. ახლა კი რეპერმა გულშემატკივარს მომავალი ალბომიდან მეორე სინგლი Noid და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარუდგინა. კომპოზიციაში გამოყენებულია სემპლი ზამბიური ბენდის, Ngozi Family-ს სიმღერიდან Nizakupanga Ngozi.

მაშინ, როცა St. Chroma ტაილერის პერსონაჟს წარმოგვიდგენს, როგორც ლიდერს, რომელიც ჯარისკაცების არმიას ასაფეთქებლად გამზადებულ მწვანე კონტეინერში მიუძღვება, Noid სრულიად განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს, რომლის ტექსტშიც ტაილერი ცნობადობის უარყოფით მხარეებს ეხება. 

ვიდეოს რეჟისორი თავად რეპერია. კლიპის დასაწყისში მისი პერსონაჟი ხალხის მასას მიაპობს, რა დროსაც მისი შეშლილი ფანი, რომელსაც The Bear-ის ვარსკვლავი აიო ედებირი განასახიერებს, მისკენ მირბის აიფონით, რომელიც პერიოდულად იარაღად გადაიქცევა. 

პარანოიას ტაილერის გმირი სახლამდე მიჰყავს, სადაც მუსიკოსი იწყებს გარეპვას იმ შიშებზე, რომელიც მას თან სდევს და რაც ერთგვარი მინიშნებაა სამხრეთ კალიფორნიის სახლებში შეჭრის პრობლემაზე. ვიდეოს დასასრულს კი უკვე არასაღ გონებაზე მყოფი ტაილერის პერსონაჟი ქუჩაში ფეხშიშველი დარბის. 

სიმღერას აქვს უფრო გრძელი ვერსიაც, სადაც დამატებულია კიდევ ერთი სტროფი, რომელშიც ტაილერი  ცნობადობაზე თავისი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს: „კამერები არა, გთხოვთ! სიმშვიდეში ჭამა მინდა, არ მინდა თქვენთან ფოტოების გადაღება,” – რეპავს მუსიკოსი.
ტაილერს საკმაოდ დატვირთული წლის დასასრული აქვს. როგორც უკვე დაანონსდა, 28 ოქტომბერს ალბომი Chromakopia გამოდის. ნოემბერში კი რეპერი  Camp Flog Gnaw ფესტივალის ჰედლაინერი იქნება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა Joker: Folie À Deux-ის პრემიერას, ლონდონში, 2024 წლის 25 სექტემბერი. ფოტო: ბენჯამინ კრემელი

ლედი გაგამ ახალი სინგლი დააანონსა

შემდეგი სტატია

Kreizi Frog – ანუკა ყიფშიძის ახალი მუსიკალური ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი