Tyler, the Creator ახალი ალბომიდან კიდევ ერთი სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს

რეპერის მეშვიდე ალბომი Chromakopia დღეს, 28 ოქტომბერს გამოვა.
Tyler, the Creator
NOID

ახალი ალბომის, Chromakopia-ს გამოსვლამდე 48 საათით ადრე Tyler, the Creator-მა კიდევ ერთი სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა. Thought I Was Dead ორწუთიანი შავ-თეთრი ვიდეოა, რომლის რეჟისორიც თავად რეპერია. კლიპში სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი ტაილერი საავიაციო ბაზაზე, ძველი სამხედრო თვითმფრინავის ფრთაზე ცეკვავს. 

Chromakopia დღეს, 28 ოქტომბერს გამოვა. ეს რეპერის პირველი ალბომი იქნება სამი წლის წინ გამოცემული Call Me If You Get Lost-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის ლიდერი გახდა და საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა. 

მანამდე ტაილერმა მომავალი ალბომიდან სინგლი Noid და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელშიც აიო ედებირი მონაწილეობს. 

რეპერს ალბომის მოსმენის საღამო 27 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში ჰქონდა დაგეგმილი. „ლოს-ანჯელესო, მე ჩემს ალბომს სრულად დავუკრავ თქვენთვის. მე არ ვიმღერებ, უბრალოდ სცენის შუაში ვიდგები და ახალ მუსიკას ტუჩებს ავაყოლებ. ეს ღონისძიება 5 დოლარი დაჯდება,” – წერდა რეპერი კვირის დასაწყისში ტვიტერზე. 

ალბომის გამოსვლის შემდეგ კი ტაილერი მსოფლიო ტურნეში გამგზავრებას გეგმავს. Chromakopia: The World Tour 4 თებერვალს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ტური ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას მოიცავს. 

ნახეთ Tyler, the Creator-ის ახალი ვიდეოკლიპი Thought I Was Dead:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat ბრეილენ დიონი

Doja Cat  ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 8 – ჯასტინ ბიბერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი