შვედურ პოპ-ჯგუფ Ace of Base-ის შესახებ  დოკუმენტური სერიალი გამოვა

ბენდის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური სერიალის პრემიერა დეკემბერში შედგება
Ace of Base Paul Bergen/Redferns/Getty Images
Ace of Base
Paul Bergen/Redferns/Getty Images

ახალი დოკუმენტური სერიალი ერთ-ერთი უდიდესი შვედური პოპ-ჯგუფის, Ace of Base-ის აღზევებასა და დაცემას გვიყვება. სერიალი წელს, დეკემბერში გამოდის. ბენდი ისეთი ჯგუფების ტრადიციის მიმდევარია როგორიცაა: ABBA და Roxette.

სერიალში აქამდე უცნობი, გამოუქვეყნებელი ვიდეოკადრები და ბენდის წევრების ახალი ინტერვიუებია გამოყენებული. Ace of Base: All That She Wants-ის პრემიერა 5 დეკემბერს,  სკანდინავიური და ევროპული სატელევიზიო სერიალების და ფილმების სტრიმინგ პლატფორმაზე,  Viaplay-ზე შედგება.

Ace of Base-ის წევრები არიან: ულფ ეკბერგი და და-ძმა იონას, ჯენი და მალინ ბერგრენები. პირველად ბენდმა აშშ-ში წარმატებას  სიმღერით All That She Wants მიაღწია,  რომელმაც ბილბორდ 100-ზე მეორე ადგილი დაიკავა და Pop Airplay-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიმკვიდრა. რეგეისა და პოპ-მუსიკის საცეკვაო ჟღერადობით შექმნილი მათი მომდევნო სინგლი The Sign 90-იანების პერიოდში ერთ-ერთ წამყვან ჰიტად იქცა.  სიმღერა სწრაფად მოექცა ბილბორდ 100-ის სათავეში და Pop Airplay-ს ჩარტში  14 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა პირველი ადგილი.

მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბილბორდ Hot 100-ის საუკეთესო 40-ეულში ბენდის შვიდი სიმღერა შევიდა, მათ შორის Don’t Turn Around, რომელიც მათი ამერიკული სადებიუტო ალბომის, The Sign-ის ნაწილია. ეს ალბომი Happy Nation-ის (ევროპული დებიუტის) ამერიკული ვერსიაა, რომელიც ბილბორდ 200-ის სათავეში მაშინ აღმოჩნდა, როცა Arista Records-მა გამოსცა.   დოკუმენტურ სერიალში თავად ლეიბლ  Arista-ს დამფუძნებელი და მუსიკალური ინდუსტრიის ლეგენდად წოდებული კლაივ დევისის ინტერვიუც შედის.

ნახეთ დოკუმენტური სერიალის ტრეილერი – Ace Of Base: All That She Wants

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვირტუოზი მევიოლინე გიდონ კრემერი თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

სოხუმის თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი ხდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი