მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-სგან პირველ შვილს ელოდება

მეგან ფოქსმა რამდენიმე ხნის წინ ორსულობის შეწყვეტაზე ღიად ისაუბრა.
მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly გრემის 65-ე დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი. კევინ მაზური/GI for The Recording Academy
მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly გრემის 65-ე დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს ანჯელესი.
კევინ მაზური/GI for The Recording Academy

Machine Gun Kelly-სა და მეგან ფოქსის ოჯახი მალე გაიზრდება. 11 ნოემბერს მსახიობმა გულშემატკივრებს მოულოდნელად განუცხადა, რომ ორსულადაა და პირველ შვილს ელოდება. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგან ფოქსმა პარტნიორთან, მუსიკოს  Machine Gun Kelly-სთან  ერთად პირველი ორსულობის შეწყვეტაზე ისაუბრა. 

ფოქსმა ინსტაგრამზე ორი ფოტო გამოაქვეყნა. პირველ მათგანში მსახიობი თავად პოზირებს, მეორეში კი ორსულობის დამადასტურებელი ტესტი ჩანს.

„სინამდვილეში არაფერი არასდროს იკარგება,  კეთილი იყოს შენი დაბრუნება 👼🏼❤️” – აღნიშნა პოსტში მეგან ფოქსმა და ფოტოზე MGK მონიშნა.  

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ბავშვი MGK-სა და მეგან ფოქსის პირველი საერთო შვილი იქნება, წყვილს წინა ურთიერთობებიდან  უკვე ჰყავთ შვილები.

Machine Gun Kelly-ს ყოფილი მეუღლისგან, ემა კანონისგან 2009 წელს გოგონა შეეძინა, მეგან ფოქსს კი ყოფილი ქმრისგან, ბრაიან ოსტინ გრისთან სამი ვაჟი ჰყავს.

Machine Gun Kelly-მ და მეგან ფოქსმა ურთიერთობა 2020 წელს დაიწყეს. წყვილი 2022 წლის იანვარში დაინიშნა, თუმცა 2023 წელს მათ ურთიერთობაში ბზარის გაჩენის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მეგან ფოქსმა ინსტაგრამზე ბიონსეს სიმღერიდან ტექსტი გამოაქვეყნა:  „შეგიძლია იგრძნო სიცრუე, ის შენს სუნთქვაშია.”  მოგვიანებით მსახიობმა განმარტა, რომ მათ ურთიერთობაში მესამე პირი არ ყოფილა.

2023 წლის მარტში მეგან ფოქსმა ნიშნობის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა: “ვფიქრობ, ამ ეტაპზე არ მაქვს სურვილი კომენტარი გავაკეთო ჩვენ ურთიერთობაზე. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მონათესავე სულია,  რაც არ უნდა მოხდეს მასთან ყოველთვის იქნება კავშირი.” განაცხადა მეგან ფოქსმა Call Her Daddy-ს შოუში ალექს კუპერთან საუბრისას.

მეგან ფოქსმა MGK-სთან ურთიერთობის დროს 2023 წლის ნოემბერში ორსულობის დაკარგვის შესახებ ღიად ისაუბრა: „არასდროს გამომივლია მსგავსი რამ ცხოვრებაში, მე სამი შვილი მყავს. ეს ძალიან რთული იყო ორივესთვის, ვცდილობდით გაგვერკვია, რატომ მოხდა ეს?” – გაიხსენა მეგან ფოქსმა Good Morning America-სთან საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Earl Sweatshirt 2019 წლის Pitchfork მუსიკალური ფესტივალზე, Union Park, ჩიკაგო Barry Brecheisen/WireImage

2025 წელს მუსიკალური ფესტივალი Pitchfork აღარ გაიმართება

შემდეგი სტატია

სტინგის თქმით, Diddy-ს მიერ Every Breath You Take-ის გამოყენებას მისი სიმღერა არ შეუბღალავს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი