ქუინსი ჯონსის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

28-გზის გრემის გამარჯვებული ნოემბრის დასაწყისში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქუინსი ჯონსი 2018 წლის 27 ნოემბერი, ჰოლივუდი. Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic.
ქუინსი ჯონსი 2018 წლის 27 ნოემბერი, ჰოლივუდი.
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic.

2024 წლის 3 ნოემბერს მუსიკის ლეგენდა, ქუინსი ჯონსი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. CNN-ის ცნობით, ლოს ანჯელესის ოლქის ჯანმრთელობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზად პანკრეასის სიმსივნე სახელდება.

11 ნოემბერს 28-გზის გრემის გამარჯვებული პროდიუსერი და კომპოზიტორი ოჯახურ გარემოცვაში დაკრძალეს. დაკრძალვას ქუინსი ჯონსის შვიდი შვილი და ოჯახის უახლოესი წევრები ესწრებოდნენ.  განცხადებაში ოჯახმა აღნიშნა, რომ მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან მიღებული სამძიმრისა და პატივისცემისთვის უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ.

“დღეს საღამოს ჩვენი გულები დაიმსხვრა. გვსურს საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენი მამისა და ძმის, ქუინსი ჯონსის გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დანაკარგია, ჩვენ მის დიდებულად განვლილ ცხოვრებას ვზეიმობთ. ის მართლაც უნიკალური ადამიანი იყო და ძალიან დაგვაკლდება. გვანუგეშებს და სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ სიყვარულისა და სიხარულის უდიდესი არსი, რაც მისი დამახასიათებელი თვისება იყო, მან მსოფლიოს გაუზიარა. 

მუსიკითა და უსაზღვრო სიყვარულით განმსჭვალული ქუინსი ჯონსის გული მარადიულად გააგრძელებს სიცოცხლეს” – განაცხადა ქუინსი ჯონსის ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bloody Mary-ის ცნობილი ტრენდის შემდეგ ლედი გაგა სერიალ Wednesday-ს მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

ბაკურ ბურდული-სადღაც ყოველთვის

ბაკურ ბურდულის სიმღერა „სადღაც ყოველთვის“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი