ნიკ ქეივი 2024 წლის ავსტრალიის მუსიკალურ პრემიის ნომინანტთა შორისაა

Nick Cave & the Bad Seeds-ის ალბომი Wild God AMP-ის ნომინანტთა შორისაა, სადაც Amyl and The Sniffers-ის, Dirty Three-ის, Hiatus Kaiyote-ის და სხვა არტისტების ალბომებიც არის წარდგენილი.
Nick Cave & The Bad Seeds-ის ალბომი Wild God 30 აგვისტოს გამოვიდა. ფოტო: მეგან კალენი
Nick Cave & The Bad Seeds-ის ალბომი Wild God 30 აგვისტოს გამოვიდა. ფოტო: მეგან კალენი

2024 წლის ავსტრალიის მუსიკალური პრემიის საბოლოო სიაში 600 ალბომიდან ჟიურიმ მხოლოდ ცხრა ალბომი შეიყვანა.

ამ სიაში ვეტერანი შემსრულებელი Nick Cave & the Bad Seeds  თავისი მეთვრამეტე ალბომით, Wild God-ით არის წარდგენილი. ნიკ ქეივს ავსტრალიის მუსიკალური პრემიის ორი ათწლეულის განმავლობაში ოთხჯერ აქვს ნომინაცია მიღებული:  2016 წელს – მე-16 სტუდიური ალბომისთვის Skeleton Tree,  2019 წელს – Ghosteen-ისთვის და 2021 წელს უორენ ელიზისა და ნიქ ქეივის კოლაბორაციული ნამუშევრისთვის – Carnage.

ავსტრალიურმა პანკ-ჯგუფმა Amyl and The Sniffers, მესამე ალბომით Cartoon Darkness მუსიკალური პრემიის ნომინანტთა შორის კიდევ ერთხელ დაიკავა ადგილი. მუსიკალური კარიერის განმავლობაში ეს მათი მესამე ნომინაციაა.  პრემიაზე ასევე ნომინირებულია მელბურნის ნეო-სოულ კვარტეტი Hiatus Kaiyote, ალბომისთვის Love Heart Cheat Code. 2021 წლის ალბომ Mood Valiant-ის შემდეგ ეს მათი მეორე ნომინაციაა.

ავსტრალიური მუსიკალური პრემიის ნომინაციაში პირველად მოხვდნენ არტისტები: გრეის კუმინგსი, ალბომით Ramona და როუენა უაიზი ალბომით Senseless Acts of Beauty. 

წლევანდელ შორთ ლისტში ARIA-ს ჯილდოზე წარდგენილია Dobby-ს ალბომი Warrangu; River Story, რომელიც საუკეთესო მსოფლიო მუსიკის ალბომების კატეგორიაში გამარჯვების პრეტენდენტია და ასევე ოდრი პაუნის ალბომი From the Fire, რომელიც საუკეთესო ჯაზ ალბომების კატეგორიაშია ნომინირებული.

მუსიკალური პრემიის დამფუძნებლისა და  დირექტორის სკოტ მერფის ხელმძღვანელობით, ავსტრალიის მუსიკალური პრემიის წინა გამარჯვებულებს შორის არიან: სამპა დე გრეითი, დი ავალანჩესი, კორტნი ბარნეტი, გურუმული, კინგ სტინგრეი და  RVG.

“ავსტრალიის მუსიკალური პრემიის (AMP-ის), SoundMerch-ის, ჩვენი ინდუსტრიის პარტნიორების და მთლიანად ავსტრალიის მუსიკალური ინდუსტრიის სახელით, გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჟიურის წევრებს, მათი ენთუზიაზმისთვის. ნამდვილად არ არის მარტივი 600-ზე მეტი ალბომის განხილვა და აქედან მხოლოდ 9 ალბომის ამორჩევა.” – განაცხადა სკოტ მერფიმ.

გამარჯვებული ალბომი APRA AMCOS-ში 4 დეკემბერს, გამოვლინდება. მთავარი სპონსორის, SoundMerch-ის მხარდაჭერით გამარჯვებული არტისტი ფულად პრემიას –  50,000 ავსტრალიურ დოლარს  მიიღებს.

“მადლობას ვუხდით ყველას მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს AMP-ის მიერ აღიარებას,” – განაცხადა Nick Cave & the Bad Seeds-მა.

ავსტრალიის მუსიკალური პრემიის ნომინაციას Amyl and The Sniffers-ის წევრი დეკ მერტენსიც გამოეხმაურა: “მადლობელი ვართ, რომ ამ პრემიის შორთ ლისტში ჩვენც დავსახელდით, ავსტრალიური მუსიკა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ვამაყობთ, რომ მის შექმნაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი.”

ნახეთ 2024 წლის ავსტრალიის მუსიკალური პრემიის – AMP-ის ნომინირებულები:

ოდრი პოუნი –  From the Fire

Amyl and The Sniffers – Cartoon Darkness

Dobby – Warrangu; River Story

გრეის კამინგსი –  Ramona

Hiatus Kaiyote – Love Heart Cheat Code

Kankawa Nagarra – Wirlmarni

Nick Cave & the Bad Seeds – Wild God

როუენა ვაიზი – Senseless Acts of Beauty

Dirty Three – Love Changes Everything

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პაპუნა შარიქაძე

ქართველი ჯაზ პიანისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, პაპუნა შარიქაძის სადებიუტო კონცერტი ნიუ იორკში

შემდეგი სტატია

14 წლის ჟურნალისტთან ტაისონის ცნობილ ინტერვიუს 50 Cent გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპორტსმენი ბავშვებს აშინებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი