Bee Gees-ის დრამერი კოლინ პეტერსენი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოლინ პეტერსენი Bee Gees-ს 1966 წელს შეუერთდა
The Bee Gees - ლონდონი, 1067 წელი. ბენდის წევრები მარცხნიდან: კოლინ პეტერსენი, ბარი გიბი, ვინს მელუნი, მორის გიბი და რობინ გიბი. ივან კიმანი/Redferns
The Bee Gees – ლონდონი, 1067 წელი. ბენდის წევრები მარცხნიდან: კოლინ პეტერსენი, ბარი გიბი, ვინს მელუნი, მორის გიბი და რობინ გიბი.
ივან კიმანი/Redferns

The Bee Gees-ის პირველი დრამერი, კოლინ პეტერსენი, რომელიც ბენდს ადრეულ პერიოდშივე შეუერთდა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ბენდის Best of The Bee Gees-ის, ფეისბუქ  გვერდიდან 18 ნოემბერს გახდა ცნობილი:  „დამძიმებული გულით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ძვირფასი მეგობარი კოლინ Smiley პეტერსენი გარდაიცვალა. მან ჩვენი ცხოვრება გაამდიდრა და ბენდი სიყვარულით, მზრუნველობით და პატივისცემით გააერთიანა. რთულია წარმოვიდგინოთ, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას მის გარეშე, მისმა ნათელმა ღიმილმა და ერთგულმა მეგობრობამ  ბევრი რამ შეგვძინა, გვიყვარხარ, კოლ, მშვიდობით განისვენე.“ – ნათქვამია ბენდის განცხადებაში.

კოლინ პეტერსენი ძმების, ბარი, რობინ და მორის გიბების ბენდს, Bee Gees-ს, 1966 წელს შეუერთდა, როცა ჯგუფის ყველა წევრი ავსტრალიიდან ლონდონში გადავიდა. კოლინ პეტერსენი  Polydor/Atco-ს ლეიბლის ქვეშ გამოსული ბენდის ოთხივე ალბომზე უკრავდა, მათ შორის 1967 წლის Bee Gees -ის ისეთ ჰიტებში, როგორიცაა New York Mining Disaster 1941, To Love Somebody და Holiday. კოლინ პეტერსენის ბოლო ნამუშევარი Bee Gees-თან ერთად  1970 წლის ალბომი Cucumber Castle იყო.

კოლინ პეტერსენმა ბენდი მენეჯერ რობერტ სტიგვუდთან უთანხმოების გამო დატოვა, რის შემდეგაც მომღერალთან და კომპოზიტორთან, ჯონათან კელისთან და ტიმ სტაფელთან ერთად ბენდი Humpy Bong  ჩამოაყალიბა. ბენდის მოკლევადიანი არსებობის შემდეგ Humpy Bong დაიშალა. 1969 წელს კოლინ პეტერსენმა  მეუღლესთან, ჯოან ნიუფილდთან ერთად სამენეჯერო კომპანია დააარსა, რომელიც ამ ინდუსტრიაში ხელოვანების მხარდაჭერასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

შემდეგი სტატია

მადონა, Celebration-ის გლონალურ, 2023 წლის 15 ოქტომბერი კევინ მაზური/WireImage Live Nation

მადონა გულშემატკივრების აზრით ინტერესდება და კითხულობს,  მისი ბიოგრაფია სერიალის სახით გამოვიდეს თუ ფილმის  

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი