U2 ბრაიან ენოსთან ერთად ახალ მუსიკას აკეთებს

The Edge-ის თქმით, U2 „გიჟურ” მუსიკაზე მუშაობს.
U2
Helena Christensen

თუ ჯგუფის დამფუძნებელ გიტარისტ The Edge-ს დავუჯერებთ, U2-ს მომავალი ალბომი შესაძლოა სრულიად განსხვავებული ჟღერადობის იყოს. ვეტერანმა გიტარისტმა BBC რადიო 2-ში სტუმრობისას ჯგუფის ბოლო ჩანაწერზე How to Re-Assemble an Atomic Bomb ისაუბრა, რომელიც 2004 წლის ალბომის, How to Dismantle an Atomic Bomb-ის 20 წლის იუბილეზე გამოდის და აქამდე გამოუცემელ კომპოზიციებს აერთიანებს.

საუბრისას The Edge-მა ასევე ყურადღება გაამახვილა ირლანდიური ჯგუფის ამჟამინდელ საქმიანობაზე და გაამხილა, რომ ის და ბენდის სოლისტი ბონო ემბიენტის პიონერ ბრაიან ენოსთან ერთად „ახალ გიჟურ მუსიკაზე” მუშაობენ. 

„ბონო და მე გიჟურ საი-ფაი ირლანდიურ ფოლკ მუსიკაზე ვმუშაობთ, რომელიც შესაძლოა U2-ს ახალი ალბომის ნაწილიც გახდეს. ჯერ არ ვიცით, ვნახოთ,” – თქვა მან.

ამას თუ დავუმატებთ „შესანიშნავი ირლანდიელი მუსიკოსების გუნდს”, რომლებიც, The Edge-ის თქმით, შესაძლოა ასევე ჩაერთონ პროცესში, ეს ყველაფერი ბენდის ჟღერადობაში უზარმაზარ ცვლილებაზე მიგვანიშნებს. U2-ს ახალი მუსიკით შექმნილი ბოლო ალბომი 2017 წელს გამოცემული Songs of Experience იყო. მას 2023 წელს Songs of Surrender მოჰყვა, თუმცა მასში უკვე გამოცემული სიმღერების ახალი ვერსიები შედიოდა. 

2023 წელს კი ბონო ამბობდა, რომ მათი შემდეგი პროექტი “ხმაურიანი, უკომპრომისო  და ირაციონალური” როკალბომი იქნებოდა, რომელსაც Songs of Ascent უნდა ჩაენაცვლებინა.

„არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო U2-ს შემდეგ ალბომს ელოდება” – თქვა ბონომ. „ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მიზეზი, რომ დაინტერესდნენ. მე უბრალოდ მინდა დიდი მუსიკა დავწერო, რადგან ეს არის ის, რითაც U2 დაიწყო – დიდი გუნდებითა და ნათელი იდეებით. მოდი, იქ დავბრუნდეთ, მაგრამ ამჯერად ეს ცოტაოდენი ბენზინითა და ასანთით გავაკეთოთ.”

ბიბისისთან საუბარში The Edge-მა ასევე გაამახვილა ყურადღება დრამერ ლარი მალენ ჯუნიორის დაბრუნებაზე, რომელმაც ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის გამო, ჯგუფის 2023-2024 წლის ლას-ვეგასის რეზიდენცია გამოტოვა. „ჩვენ ახლა დიდებულ ფაზაში ვართ, სადაც არ გვჭირდება ზედმეტად ფიქრი. ჩვენ უბრალოდ ვქმნით მუსიკას და მოგვწონს პროცესი,” – თქვა The Edge-მა. „U2 ისევ ლარისთან ერთადაა, რომელიც შესანიშნავია და ის ჩვენთან ერთადაა სტუდიაში. ასე რომ, წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

2024 წლის Billboard Music Awards-ის ნომინანტები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი
Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!"
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი