2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
წინანდლის პრემია
წინანდლის პრემია 2024

პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს მნიშვნელოვანი ნამუშევრების წყალობით  შეუძლიათ, სადაც ზურაბ ჟვანიას ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში ლაურიატები სხვადასხვა დარგში გამოვლინდებიან.

2024 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, „წინანდლის პრემიის“ ლაურეატების გამოვლენა ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, დიზაინის ინსტიტუტში მოხდება, სადაც წლის განმავლობაში შექმნილი მნიშვნელოვანი პროექტების წარდგენა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლოთ.

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების სრული სია ასე გამოიყურება:

თეატრალური ხელოვნება:

ნატალია გაბისონია, მსახიობი

ანანო მახარაძე, მსახიობი

დავით თარბა, რეჟისორი

კინოხელოვნება:

ნიკა ოდიშელიძე, რეჟისორი

ლევან ცხოვრებაძე, რეჟისორი

ია ხიზანიშვილი, რეჟისორი

მუსიკალური ხელოვნება:

დავით ჯიქია, კომპოზიტორი

გაბრიელ ხარაბაძე, კომპოზიტორი

ბექა სიხარულიძე, პიანისტი

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):

ნატალია დარასელია, პოეტი

ნიქო გორგილაძე, პოეტი

გიორგი ხარაიშვილი, პოეტი

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):

ოლანი ბიწაძე, მწერალი

ლაშა მილორავა, მწერალი

დაჩი ახვლედიანი, მწერალი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ნინო ოგანეზოვი, ბიოლოგი

ნინო რევაზაშვილი; ელენე კაცაძე, ფიზიკოსები

გიორგი არსენაძე, ფიზიკოსი

სახვითი ხელოვნება:

გიორგი ვარდიაშვილი, მულტიმედია არტისტი

თიკა შელია, ანო ჯიშკარიანი, არტისტები

ვატო ბაქრაძე, არტისტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ლევან ლოსაბერიძე, არქეოლოგი

ბორის კომახიძე, ანთროპოლოგი

ნინო რიგვავა, ხელოვნებათმცოდნე

მეცნიერებისა და ხელოვნების რვა ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს ფულადი პრემია, ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. 

„წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია”.

პრემიის ლაურეატები იყვნენ: რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ნინო კასრაძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით დოიაშვილი, გოგი ძოძუაშვილი, დავით საყვარელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, დავით ქართველიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ყიფშიძე, გიორგი კეკელიძე, დათა თავაძე, გიორგი ცაგარელი, მარიამ ხაჭვანი, დეა კულუმბეგაშვილი და სხვა. 

„წინანდლის პრემია“ თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას ემსახურება და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

შემდეგი სტატია

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

წამყვანებს შორის არიან ისეთი ქალი არტისტებიც, რომლებიც წინა წლის Women in Music ღონისძიებებზე დაჯილდოვდნენ.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი