სოხუმის თეატრის ახალი სპექტაკლი  „უკანასკნელი უბიხის საყვირი“

გრანდიოზული პროექტი – ისტორიული რომანი სცენაზე
სპექტაკლი - „უკანასკნელი უბიხის საყვირი“
სპექტაკლი – „უკანასკნელი უბიხის საყვირი“

მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლის „უკანასკნელი უბიხის საყვირი“, „ჩაბარება” შედგა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე თეატრის მსახიობები არიან გაერთიანებული: კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები; სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები.

აფხაზი ენათმეცნიერის, ისტორიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბაგრატ შინკუბას ისტორიული რომანი „უკანასკნელი უბიხი“ 1974 წელს გამოიცა, რამაც მწერალს დიდი აღიარება მოუტანა. მისი ყველაზე პოპულარული წიგნი, მე-19 საუკუნის შუა წლებში აფხაზებისა და სხვა კავკასიელი ხალხების ტრაგედიას, ე. წ. მუჰაჯირობას ეხება. ამ ნაწარმოებში უბიხი ხალხის ისტორიაა აღწერილი, სადაც აფხაზებისა და ადიღების მეზობლად მცხოვრები ხალხის ტრაგიკული ბედია ასახული.

პიესის ავტორი ირაკლი სამსონაძეა (ბაგრატ შინკუბას რომანის მიხედვით). დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, მხატვარი ტატო გელიაშვილი, ქორეოგრაფი თათა თავდიშვილი, ხოლო მუსიკალური გაფორმება დავით საყვარელიძეს ეკუთვნის.

სპექტაკლი -  „უკანასკნელი უბიხის საყვირი“
სპექტაკლი – „უკანასკნელი უბიხის საყვირი“

გიორგი შალუტაშვილი – რეჟისორი:

„ვფიქრობ, ამ თემამ თავად აგვირჩია. თავის დროზე, სტუდენტობისას, როცა წავიკითხე ეს ნაწარმოები, იმ პერიოდიდან მქონდა დიდი სურვილი, ამ მცირერიცხოვანი, მაგრამ საოცრად მამაცი ერის ისტორია გამეცოცხლებინა. რამდენიმე წლის წინ, ირაკლი სამსონაძემ ამ თემის მიხედვით პიესა დაწერა. ვთვლი, რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სამსახიობო გუნდია შეკრული. აქ არიან ახალგაზრდა მხატვარი და ახალგაზრდა ქორეოგრაფი, ტატო გელიაშვილი და თათა თავდიშვილი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ბატონ დავით საყვარელიძეს და ძალიან მახარებს, რომ ჩვენი ასეთი შემოქმედებითი კოლაბორაცია შედგა. ჩვენ არ ვიძლევით ამ სპექტაკლში კითხვებზე პასუხს, ამ კითხვებზე პასუხს სამწუხაროდ ცხოვრებაც არ იძლევა, თუ როგორია მცირე ერის ბედი უზარმაზარი იმპერიების ყბების ქვეშ. ამ დროს, როდესაც ამას ვაცნობიერებთ, ერთადერთი გზავნილი, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის იყოს, ეს არის ჩვენი ერთობა. მე ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და არა მხოლოდ ჩვენ, მოძმე აფხაზებსაც, რომლებსაც იგივე პრობლემა უდგას. სპექტაკლის ბოლოში ეს საყვირი, რომლითაც უბიხები ერთმანეთს განგაშისას უხმობდნენ, აფხაზი შარახ კვაცბას ხელში რჩება. ვნახოთ, რა იქნება.“

სპექტაკლი – „უკანასკნელი უბიხის საყვირი“

დავით საყვარელიძე – სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაერთიანდა ოთხი თეატრი, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ასევე „თეთრი ტალღა“, რომელიც სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრია და კიდევ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს ძალიან დიდი, შრომატევადი მოცულობის მასალაა, რომელიც ბაგრატ შინკუბას „უკანასკნელი უბიხის” მიხედვით მომზადდა. პიესის ავტორია გენიალური დრამატურგი ირაკლი სამსონაძე და, რასაკვირველია, ეს ყველაფერი რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის ხელმძღვანელობით იქმნება. იდეა ეკუთვნის ბატონ ვახტანგ ყოლბაიას. ეს არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის ნაწარმოები და თავად პიესა გვიამბობს უბიხი ხალხის ისტორიას, თუ როგორ გადაასახლეს ერი თურქეთში, როგორ მოხდა მათი ასიმილაცია და, ასე ვთქვათ, ერის გაქრობა. უბიხების კულტურა შემორჩენილია ცეკვებსა და სიმღერებში. ძალიან ტრაგიკული ბედის მქონე ერი იყო და ამაზე საუბარი, აფხაზეთზე საუბარი, დღევანდელი პროცესები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს თემა თანამედროვედ არის გადმოცემული პიესაში. მიხარია, რომ  გვქონდა პიესის ჩაბარება. მინდა ყველამ იცოდეს რომ ქართველ მაყურებელს წინ ელოდება ძალიან მაგარი დასი, ძალიან მაგარი თემა, ძალიან ბევრი საფიქრალი და მნიშვნელოვანი სპექტაკლი ჩვენი თეატრისა. მინდა კულტურის სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, მათი დაფინანსებულია ეს წამოწყება და იმედი მაქვს, იანვარში მაყურებელი უკვე სრულ პრემიერას იხილავს.”

ნაწარმოებში ამბავს მთავარი მოქმედი გმირი, უბიხების უკანასკნელი წარმომადგენელი, 100 წლის ზაუყან ზოლაკი გვიამბობს.

სპექტაკლი: „უკანასკნელი უბიხის საყვირი“

ამ პერსონაჟის როლს ნიკა წერედიანი ასრულებს, სადაც იგი ჰყვება თუ რა ბედი ეწია უბიხ ხალხს, რომლებიც რუსეთის იმპერიის დაპყრობითი ომებისა და ოსმალეთის გავლენით, მშობლიური მხარე თურქთა გემებით მიატოვეს და თურქეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ. თურქეთში კი ამ ხალხის ისტორია ერთ საუკუნეში დასრულდა.

მსახიობი ნიკა წერედიანი – სპექტაკლი: „უკანასკნელი უბიხის საყვირი“

ნიკა წერედიანი – მსახიობი:

„ჩემი პერსონაჟი ზაურყან ზოლაკი ისტორიული გმირია, უკანასკნელი უბიხი, რომელიც თავისი ერის ტრაგედიას გვიყვება. მისი მონაყოლიდან გამომდინარე ცოცხლდება ის ისტორიული სცენები, რაც მის მეხსიერებას შემორჩა. საკმაოდ ტრაგიკული ისტორიაა, ცოტა ჰეროიკული, მაგრამ ამას მაყურებელი ნახავს და დასკვნას თავად გამოიტანს. ამ სპექტაკლში, ამ პროექტში, რამდენიმე თეატრის თანამშრომლობა შედგა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანებთან ერთად სცენაზე დგომა. თქვენ აქ იხილავთ ისეთ გენიალურ არტისტებს, როგორებიც არიან ბატონი გივი ჩუგუაშვილი, თემურ კილაძე, გია ჯაფარიძე და კიდევ მრავალი ძალიან კარგი მსახიობი. ძალიან საინტერესო პროექტია და ვნახოთ, რა გამოვა“…

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსები განცხადებას ავრცელებენ

შემდეგი სტატია

გერმანული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი Moderat ინსტაგრამზე საქართველოს მხარდამჭერ სთორის აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

,,სასწაულის მოლოდინში“ – საპრემიერო სამზადისი სოხუმის თეატრში

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 8 და 9 დეკემბერს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლის - „სასწაულის მოლოდინში“ პრემიერა გაიმართება.
მეტი

დავით საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს

„პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად – ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე,” – წერს დავით საყვარელიძე.
მეტი
კოტე ლიპარტელიანის ახალი პროექტი - „გზა“ (277, 403) - ფოტო: რეზა ჯავიდი

„გზა“ (277, 403) –  „ITI Georgia“-სა და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი 1948 წელს დაარსდა და დღემდე თეატრალური ხელოვნების გლობალურ პოპულარიზაციასა და განვითარებას ემსახურება.
მეტი

„ეფემერა“ – საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

თოჯინების შემქმნელები წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ საბერძნეთის წამყვან რეჟისორებთან, მათ შორის ლეგენდარულ დიმიტრის პაპაიოანუსთან.
მეტი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დავით დოიაშვილი „ახალი თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან გაათავისუფლეს

„ახალი თეატრის” დასის საპროტესტო მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თეატრის მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი წაუყენა ჯგუფური ძალადობის მუხლით.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი