საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტის, ანრი კაკაბაძის დაკავებას ეხება.

Billboard Georgia უცვლელად გთავაზობთ გამოქვეყნებული პოსტის ტექსტს:

„12 დეკემბერს, 14:00 საათზე მუსიკის სფეროს წარმომადგენლები ვიკრიბებით კონსერვატორიასთან და მოვითხოვთ, კონსერვატორიის სტუდენტის ანრი კაკაბაძის გათავისუფლებას!

13 დეკემბერს, 14:00 საათზე შევიკრიბებით კონსერვატორიასთან და მსვლელობა გვექნება კულტურის სამინისტროსკენ.”

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირს, ორგანიზაცია 2024 წლის დასაწყისში დაარსდა და მისი მისია ძირითადად მუსიკოსების შრომითი უფლებების დაცვაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator-მა პოდკასტის წამყვანები გააკრიტიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი