Aphex Twin-მა ახალი კომპილაციური ალბომი დაანონსების გარეშე გამოუშვა

38-ტრეკიანი კოლექცია აერთიანებს ვინილის ჩანაწერებს, რომლებიც თავდაპირველად Aphex Twin-ის კონცერტებზე იყიდებოდა.
Aphex Twin
Charley Gallay/Getty Images

ცნობილმა ინგლისელმა ელექტრონულმა არტისტმა Aphex Twin-მა მსმენელებისათვის მოულოდნელად კომპილაციური ალბომი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა Music from the Merch Desk (2016–2023). ალბომი ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეზღუდული რაოდენობით გამოცემულ ჩანაწერებს აერთიანებს.  

კომპილაცია ზუსტად შვიდი წლის შემდეგ გამოვიდა იმ დღიდან, როდესაც მასში შესული ჩანაწერებიდან ერთ-ერთი ნამუშევარი, Houston, TX 12.17.16 გამოიცა. ეს ჩანაწერიც უახლესი ალბომის მსგავსად მოულოდნელად გამოქვეყნდა.  

ამ პერიოდის განმავლობაში Aphex Twin-მა სხვადასხვა ჩანაწერი გამოსცა ეპიზოდურად. მათ შორის არის 2017, 2019 და 2023 წლებში ლონდონში გამართული კონცერტების, ასევე 2019 და 2023 წლებში მანჩესტერსა და ბარსელონაში ჩატარებული ღონისძიებების ჩანაწერები. ყველა ეს ჩანაწერი Warp Records- ის ლოგოთი იყო დამოწმებული და მალევე გაიყიდა, თუმცა შემდეგ ონლაინ გადამყიდველებმა მათზე მაღალი ფასები დააწესეს.  

2024 წლის ოქტომბერში Aphex Twin-მა Selected Ambient Works Volume II-ის 30 წლის საიუბილეო გაფართოებული გამოცემა გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის ორიგინალური გამოცემა 1994 წელს მხოლოდ ბრიტანეთის ჩარტებში მოხვდა, მისი შემდგომი პოპულარობა და გავლენა ხელახალი გამოცემისას ჩარტების ლიდერ პოზიციებზე დაწინაურებაში გამოიხატა. ალბომი კვლავ გავიდა პირველ ადგილზე ბრიტანეთის საცეკვაო ალბომების ჩარტში. Billboard 200-ში გამოცემამ 135-ე ადგილი, ხოლო საცეკვაო/ელექტრონული ალბომების ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.  

ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკვე ნახსენები ჩანაწერების პარალელურად, არტისტმა რამდენიმე EP და სინგლი გამოსცა, თუმცა სტუდიური ალბომი მუსიკოსმა ბოლოს 2014 წელს გამოუშვა. ეს იყო ალბომი, სახელწოდებით Syro, რომელმაც მომდევნო წელს გრემი მოიპოვა საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის კატეგორიაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დისნეი” ლიონელ მესიზე შექმნილ ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს 

შემდეგი სტატია

მადონამ მსმენელებს გაუმხილა, რომ 2025 წელს ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი