2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.

უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც ლიტერატურული პრემია „საბა“ ყოველწლიურად თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს აჯამებს და წლის გამარჯვებულებს ავლენს.  თუმცა, წელს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესების გამო, „საბას” წლის 22-ე საზეიმო დაჯილდოების ცერემონია არ გამართულა.

აღსანიშნავია, რომ წელს „საბას” საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტად მუსიკოსისა და მწერლის, აინე მერმეს, იგივე ნატუკა ნაცვლიშვილის წიგნი, „ეუარა” დასახელდა. 

აინე მერმე – ნატუკა ნაცვლიშვილი:

„ეუარას“ რამდენიმე წლის განმავლობაში ვწერდი, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ქუთაისში მარტო გადასვლის გადაწყვეტილება იყო, სადაც ექვსი თვის მანძილზე ვმუშაობდი ამ ტექსტის საბოლოო ვერსიაზე. ამ მარტოობაში და რუტინაში გამოიწრთო საბოლოოდ ეს ტექსტი. გამარჯვებას კი არა, წიგნის გამოცემასაც არ ვგეგმავდი, რადგან საკმაოდ თავისებური საკითხავია. თაროზე მედებოდა, რომ არა ნინო ლომაძე, რომელმაც შემთხვევით გაიგო ამ ტექსტის არსებობა და წაკითხვიდან ერთ კვირაში ბეჭდვაში ჩაუშვა. მისი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ლიტერატურული პრემიის აღებასაც, რომ არ მოგატყუოთ, არ ველოდი, თუმცა, ამ რთულ ვითარებაში ძალიან მახარებს ეს ფაქტი. მიმდინარე ბრძოლის ფონზე მერიდება კიდეც მოლოცვების მიღება, მაგრამ, თან ვფიქრობ, რომ ესეც იმ საერთო საქმის ნაწილია, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ, ქუჩასა თუ სახლში.  გამარჯვებები და მიღწევები ორივეგან საჭიროა, მეტი ძალა გვეძლევა ინდივიდუალურად და შემდეგ შეგვიძლია, ეს ძალა საერთო მუხტისთვის გამოვიყენოთ.”

ლიტერატურული პრემია „საბა“ 2024-ის ჟიურის წევრები იყვნენ: პროზაიკოსი ბიძინა მაყაშვილი; პოეტი პაატა შამუგია; მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე; ლიტერატორი გვანცა ჩხენკელი და პოეტი ლია ლიქოკელი.

ნახეთ 2024 წლის პრემია „საბას“  გამარჯვებულთა სრული სია:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილია კატეგორიები, რომლებშიც პირველი Music Awards Japan-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 

შემდეგი სტატია

Billie Eilish Petros Studio

ბილი აილიშმა  Apple Music-ის წლის საუკეთესო არტისტის ღონისძიებაზე სიმღერა L’Amour De Ma Vie-ს აკუსტიკური ვერსია შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

წამყვანებს შორის არიან ისეთი ქალი არტისტებიც, რომლებიც წინა წლის Women in Music ღონისძიებებზე დაჯილდოვდნენ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი