ოლივია როდრიგომ საკონცერტო ტურნეს შემოსავლიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გლობალური ქველმოქმედებისათვის გაიღო

თანხა გადაეცა ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვაზე მუშაობენ.
ოლივია როდრიგო
Miles Leavitt

ოლივია როდრიგომ Guts World Tour-ის ფარგლებში არა მხოლოდ თავისი ფანების გული მოიგო, არამედ იმ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, სადაც საკონცერტო ტურნეს ფარგლებში იმოგზაურა. როგორც 17 დეკემბერს ცნობილი გახდა, 21 წლის პოპვარსკვლავი შოუების ბილეთების გაყიდვებიდან მიღებული წმინდა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა და ქალებისა და გოგონების მხარდასაჭერად Fund 4 Good-ის ინიციატივით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.  

გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგოს მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხა 2 მილიონ დოლარზე მეტია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ორგანიზაციას გადაეცემა. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც გოგონების განათლებაზე, ქალების რეპროდუქციული უფლებების დაცვასა და გენდერული ძალადობის პრევენციაზე მუშაობენ. არტისტის მიერ გაღებული თანხის მიმღებ ბენეფიციარებს შორისაა შემდეგი ორგანიზაციები: National Network of Abortion Funds (აშშ), Women’s Shelters Canada (კანადა), Women Against Violence Europe (ევროპა), The Pratthanadee Foundation (ტაილანდი), Korea Foundation for Women (სამხრეთ კორეა), Harmony House Limited (ჰონგ-კონგი), NPO Women’s Saya-Saya (იაპონია), Aidha (სინგაპური), Jhpiego (ფილიპინები) და Wesnet (ავსტრალია).  

როდრიგო ტურნეს ფარგლებში ყველა იმ რეგიონს ესტუმრა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციები მუშაობს. Guts World Tour როდრიგოს მეორე სტუდიური ალბომის, Billboard 200-ის ლიდერ Guts-ის მხარდასაჭერი ტურნე იყო, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაიწყო, რვა თვეს გაგრძელდა და ფილიპინებში დასრულდა. ტურნეს დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი იყო როდრიგოსთვის, რადგან ის ფილიპინურ-ამერიკული წარმომავლობისაა.  

„ეს ჩემთვის განსაკუთრებული ეტაპია – პირველად ვსტუმრობ ფილიპინებს და აქ ჩემი ფანებისთვის ვმღერი,“ – განაცხადა როდრიგომ Philippine Arena-ში გამოსვლის შემდეგ Billboard-თან ინტერვიუში. „ვამაყობ ჩემი ფილიპინური მემკვიდრეობით,” – თქვა ვარსკვლავმა. 

ფილიპინებში ყოფნისას როდრიგომ ერთ-ერთ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც მის მიერ ქველმოქმედების ფარგლებში გაღებულ თანხას მიიღებს, პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა და მთელი კონცერტის ბილეთებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი ფილიპინელ ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს გადასცა.  

როდრიგო, რომელმაც Billboard-ის 2024 წლის ტურნეს არტისტის სტატუსი დაიმსახურა, ქალებს მხარდაჭერას ტურნეს დასაწყისიდანვე აქტიურად უცხადებდა. თებერვალში მან Fund 4 Good დააფუძნა, რათა ტურნედან მიღებული შემოსავლის ნაწილი რეპროდუქციული უფლებების დამცველი ფონდებისა და იმ რეგიონების ორგანიზაციებისათვის გადაეცა, სადაც ტურნე ტარდებოდა.  

ნოემბერში Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში როდრიგომ თავისი ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ტურნეში გასვლა, მას შემდეგ, რაც Roe v. Wade (აბორტის კონსტიტუციური უფლება) გაუქმდა, აქტივიზმის ნაწილს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდიდა –  განსაკუთრებით იმ შტატებში, სადაც აბორტზე აკრძალვა მოქმედებს. მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა იმ ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც თითოეულ ტერიტორიაზე ქალების ჯანმრთელობას და ადამიანის უფლებებს იცავენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ცნობილია კატეგორიები, რომლებშიც პირველი Music Awards Japan-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი