თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გერმანიის წარმომადგენლობა ქართველი არტისტების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებას, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს.

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ორგანიზაცია სოლიდარობას გამოთქვამს ქართველი არტისტების მიმართ და მათ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს. 

განცხადება, სახელწოდებით „ხელოვნება ჩაგვრის წინააღმდეგ: სოლიდარობა საქართველოს”, სთხოვს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს აქციის მონაწილეებზე ძალადობა, მოითხოვოს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და სოლიდარობა გამოხატოს ქართველი ხალხის მიმართ. „არტისტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლაში და მათი უსაფრთხოება ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული,” – ვკითხულობთ გავრცელებულ პრესრელიზში.

პრესრელიზში ასევე დასახელებული არიან მიმდინარე მოვლენების დროს დაზარალებული და დაკავებული ხელოვანები: გიორგი მახარაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნათია ბუნტური, ირაკლი სირბილაშვილი, ავთანდილ დიასამიძე, გიორგი ბახუტაშვილი, ზვიად რატიანი, თათა თავდიშვილი და ტორესა მოსი. განცხადების თანახმად, აღნიშნული სია არასრულია.

„ITI-ს საერთაშორისო ოჯახი ახლა ჩვენი ქართველი კოლეგების გვერდით დგას. ჩვენ გვსურს, გავავრცელოთ მათი პრობლემები ადამიანის უფლებების საერთაშორისო არხებისა და მედიაპლატფორმების მეშვეობით,” – წერს ჯესიკა კაავა, მსოფლიო ITI-ს პრეზიდენტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონამ მსმენელებს გაუმხილა, რომ 2025 წელს ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს გამოუშვებს

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგომ საკონცერტო ტურნეს შემოსავლიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გლობალური ქველმოქმედებისათვის გაიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტანელი მსახიობი და პედაგოგი ტიმ დეიში CloseUp Tbilisi-ს მოწვევით საერთაშორისო სემინარ-ვორქშოპს გამართავს

25-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მსახიობი და პედაგოგი ქართველ ხელოვანებს საკუთარ პროფესიულ ხედვას გაუზიარებს.
მეტი