Last Christmas „ბილბორდის” ტიკტოკ ჩარტის ლიდერია

მას შემდეგ, რაც 2023 წლის სადღესასწაულო სეზონზე მერაია კერის All I Want for Christmas Is You ლიდერობდა, 2024 წელს ეს პატივი Last Christmas-ს ერგო.
WHAM!
Peter Still/Redferns

Last Christmas მეორე სადღესასწაულო სიმღერაა, რომელიც „ბილბორდის” ტიკტოკ ჩარტის ლიდერი გახდა ჩარტის არსებობის ერთწლიან ისტორიაში . 2025 წლის 4 იანვრით დათარიღებულ ჩარტში Wham!-ის ჰიტმა მეშვიდედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 

„ბილბორდის” ტიკტოკ ჩარტი აშშ-ის ბაზარზე ტიკტოკის ყველაზე პოპულარული სიმღერების ყოველკვირეული რეიტინგია. Last Christmas ჩარტის სათავეში პირველად მოექცა – მას შემდეგ, რაც გასული წლის 6 იანვრის მონაცემებით ის მეორე ადგილს იკავებდა მერაია კერის All I Want for Christmas Is You-ს შემდეგ, რომელიც ამჟამინდელ სიაში მესამე ადგილზეა. 

@wham Check out the brand new Last Christmas Official Animated lyric video on YouTube now 🤩 #WHAM #AndrewRidgeley #GeorgeMichael #LastChristmas #Christmas2024 ♬ Last Christmas (Pudding Mix) – Wham!

რაც შეეხება Billboard Hot 100-ს, აქ პირიქით, Last Christmas მესამე ადგილს იკავებს, მაშინ, როცა All I Want for Christmas Is You უკვე 18 კვირაა ლიდერობს. 

ტიკტოკ ჩარტის ლიდერ პოზიციებზე არიან ასევე ხოსე ფელისიანოს Feliz Navidad მერვე ადგილზე და ბრენდა ლის Rockin’ Around the Christmas Tree, რომელმაც მე-18-დან მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა. ჩარტის ტოპ ათეულში შევიდა ასევე არასაშობაო სიმღერა, Naughty Boy-ს La La La, სემ სმითის მონაწილეობით. 

ნახეთ „ბილბორდის” ტიკტოკ ჩარტი ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკით გამოხატული პროტესტი

მუსიკით გამოხატული პროტესტი

შემდეგი სტატია

ჰაიდი კლუმი რვა წლის შემდეგ Project Runway-ს წამყვანად ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი