ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი CHAOS 7 თებერვალს გამოვა

„ამ სიმღერით ჩემს დიდი ხნის დაგროვებულ სათქმელს ვიტყვი და მეც, მრავალ ათას ქართველთან ერთად, ჩემს პროტესტს გამოვხატავ.” – ლიზი გოზალიშვილი
ლიზი გოზალიშვილი CHAOS ფოტო: სანდრა შტაინი
ლიზი გოზალიშვილი CHAOS
ფოტო: სანდრა შტაინი

ქართველი არტისტი ლიზი გოზალიშვილი 7 თებერვალს პირველ სინგლს გამოსცემს, რომლის სახელწოდებაა CHAOS. არტისტის თქმით, სიმღერა საპროტესტო გზავნილია, რომელიც შეუპოვრობის, სიბრაზის და სიმამაცის შესახებ გვიყვება და ხმას უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებს.

ლიზი გოზალიშვილი:

„სიმღერა CHAOS ბევრი სხვადასხვა ემოციის ფონზე შეიქმნა, ალბათ ამიტომაც ჰქვია ასე – CHAOS – ქაოსი.

საზღვარგარეთ ვიყავი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ფიზიკურად ვერ ვუერთდებოდი, ვერ ვიდექი იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ყოველდღიურად იბრძოდნენ. შორ მანძილზე ამის განცდა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. ყოველ წამს მიმძაფრდებოდა საქართველოში ყოფნის სურვილი და ვერაფერს ვცვლიდი. სწორედ ამ დროს დაიწერა CHAOS.

ეს სიმღერა ჩემთვის პროტესტია – პროტესტი, რომლის გამოხატვაც მაშინ მხოლოდ მუსიკით შევძელი. პროტესტია ყველა დიდი თუ წვრილმანი უსამართლობის, პროტესტია ოკუპაციის მიმართ. ბრაზი, უსამართლობის განცდა, სევდა და შეუპოვრობა… ამავდროულად სიამაყის და მადლიერების გამოხატვაა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ.

საბრძოლო ხასიათიდან გამომდინარე მუსიკალური ინსპირაცია დასაწყისში ხორუმი იყო, თუმცა მუშაობის პროცესში ბევრი ახალი ელემენტი შეიძინა. ჩემი ძირითადი მუსიკალური მიმართულება პოპ-როკ ჟანრია და შესაბამისად, ეს ამ სიმღერაშიც იგრძნობა, თუმცა, ვფიქრობ, მრავალფეროვანია და მსმენელისთვის საინტერესო იქნება. მინდოდა, ყოფილიყო ქართული, შეუპოვარი ქართველების შესახებ, და ამავდროულად მსოფლიოს ყველა კუთხეში ყველასთვის გასაგები.“

სიმღერაზე CHAOS ლიზი გოზალიშვილმა პროდიუსერ ტიმ კარტჰაუსთან ერთად იმუშავა, მუშაობის პროცესში  დიდი წვლილი ბენდის წევრებმაც დრამერმა სებასტიან ბარტელსმა და გიტარისტმა ჰენრი იზერმაც შეიტანეს. მიქსინგზე სილვან რადელოფმა, ხოლო მასტერინგზე მორიც მაიერმა იმუშავეს. ფოტოების ავტორი კი ფოტოგრაფი სანდრა შტაინია.

„ჩვენი მიზანი იყო, როგორც მუსიკალურად, ისე ვიზუალურად, სიმღერას მუხტი არ დაეკარგა და იდეიდან წამოსულ ენერგიას გავყოლოდით. თითოეულმა ადამიანმა უდიდესი შრომა ჩადო და უზომოდ მადლიერი ვარ. 

CHAOS 2025 წლის 7 თებერვალს გამოვა. ამ სიმღერით ჩემს დიდი ხნის დაგროვებულ სათქმელს ვიტყვი და მეც, მრავალ ათას ქართველთან ერთად, ჩემს პროტესტს გამოვხატავ.” – ამბობს „ბილბორდ საქართველოსთან“ საუბრის დასასრულს ლიზი გოზალიშვილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

U2-ს ბონო 2025 წლის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი პალმ სპრინგში გამართულ ღონისძიებებზე კონტრასტული იმიჯით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი