არიანა გრანდეს თქმით, ალბომ Eternal Sunshine-ის „დამატების” გამოშვებას გეგმავს

ვარსკვლავმა ეს გეგმა 2025 წლის ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე გაამხილა.
არიანა გრანდე ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე
Amy Sussman/Getty Images

არიანა გრანდესთვის Eternal Sunshine-ის ეპოქა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი Wicked-ზე და თავის კინოროლზე იყო კონცენტრირებული, 2024 წლის ალბომთან დაკავშირებით მსმენელს სიახლეებს ჰპირდება.  

2025 წლის ოქროს გლობუსზე არიანა გრანდე ნომინირებული იყო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობის ნომინაციაში, ფილმისთვის Wicked, თუმცა ჯილდო ზოე სალდანიას ერგო Emilia Pérez-ში შესრულებული როლისთვის. დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას, არიანა გრანდეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მუშაობდა თუ არა ახალ მუსიკაზე.

„ამაზე ახლა არ ვფიქრობ, მაგრამ იცით, შარშან რაღაც შევქმენი, რასაც გარკვეულ დროს გამოვუშვებ. ეს Eternal Sunshine-ის დამატებაა,” – უთხრა გრანდემ Access Hollywood-ს, შემდეგ კი დაამატა: „მაგრამ არა, ამ მომენტში სტუდიაში არ ვმუშაობ.”

დამატებითი დეტალების გარეშე რთულია თქმა, თუ რას გულისხმობს Eternal Sunshine-ის დამატება. შესაძლოა, არტისტმა ამ ფორმით ალბომის გრძელი ვერსია მოიხსენია. შესაძლოა, მან იგულისხმა Eternal Sunshine-ის ახალი გამოცემა, რომელშიც აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები შევა. ასევე შესაძლოა, რომ ეს დამოუკიდებელი პროექტი იყოს, რომელიც გარკვეულწილად Eternal Sunshine-ს უკავშირდება.

Eternal Sunshine 2024 წელს Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილს ორი კვირის განმავლობაში იკავებდა და ამ დრომდე ჩარტში რჩება. ალბომის სინგლები Yes, And? და We Can’t Be Friends ჰიტებად იქცა და ორივე მათგანი Hot 100-ის ჩარტის პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

Eternal Sunshine-ის სტანდარტული გამოშვების შემდეგ, მუსიკოსმა მარტში ალბომის ე.წ. Slightly Deluxe ვერსია გამოსცა, რომელიც შეიცავდა ოთხ დამატებით სიმღერას: Yes, And?-ის დუეტის ვერსიას მერაია ქერისთან, Supernatural-ის შესრულებას ტროი სივანთან ერთად, Imperfect for You-ს აკუსტიკური ვერსიას და True Story-ს ა-კაპელა ვერსიას.

მიუხედავად იმისა, რომ გრანდემ ოქროს გლობუსზე ჯილდო ვერ მიიღო, მან ცერემონიის წითელ ხალიჩაზე პრესისა და ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია. ვარსკვლავი დაჯილდოებაზე Givenchy-ს საარქივო კაბით გამოჩნდა. მძივებით მორთული კაბა დიზაინერის 1966 წლის კოლექციიდან იყო. 

2025 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

will kolak Mad Cool Festival-ის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

რუსთავში საპროტესტო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შოუს ფინალურ ნაწილში დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა.
მეტი