will kolak Mad Cool Festival-ის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას

ქართულმა გარაჟ-როკ ბენდმა ფესტივალის კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, მეორე ეტაპი კი ხალხის მხარდაჭერას და ხმის მიცემას გულისხმობს.
Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი
Will Kolak – ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

ყოველწლიური მუსიკალური  Mad Cool Festival, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ზაფხულში იმართება.  ფესტივალი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, რომელიც  სხვადასხვა ჟანრის ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს.  აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში მუსიკოსებისთვის შესარჩევი კონკურსი ეწყობა, სადაც მსოფლიოდან უამრავი ბენდი და არტისტი იღებს მონაწილეობას. წელს ქართულმა გარაჟ-როკ ბენდმა will kolak ფესტივალის შესარჩევი პირველი ეტაპი, ჟიურის შეფასებით გადალახა, მეორე ეტაპი კი ხმის მიცემას გულისხმობს.

„წელს Mad Cool Festival-ზე დასაკრავად  ვმონაწილეობთ შესარჩევ ტურში, პირველი ეტაპი უკვე გავიარეთ და 1630 ბენდიდან, ფესტივალის ჟიურის მიერ არჩეულ 110 ბენდში მოვხვდით. ახლა, შემდგომ ეტაპზე თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ზაფხულში ამ ფესტივალზე დაკვრის საშუალება მოგვეცეს.“ – წერს ბენდი სოციალურ ქსელში.

კონკურსის შემდეგი ეტაპისთვის will kolak-ს მხარდაჭერა სჭირდება. 2023 წელს ბენდი Newcomers-ის გამარჯვებული გახდა, ფესტივალის კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში კი  will kolak  მეორე ქართული ბენდი იქნება, რომელიც  Mad Cool Festival-ზე დაუკრავს. 2018 წელს ფესტივალზე, სწორედ ამ კონკურსის საშუალებით, ქართული ბენდი Mokumoku იღებდა მონაწილეობას.

ბენდის მხარდასაჭერად უნდა გადახვიდეთ ფესტივალის ბმულზე. საძიებო სისტემაში წერთ ბენდის სახელს will kolak, ავსებთ მონაცემებს და აძლევთ ხმას. მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემა ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაადასტუროთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

შემდეგი სტატია

არიანა გრანდეს თქმით, ალბომ Eternal Sunshine-ის „დამატების” გამოშვებას გეგმავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი