El Mal ფილმიდან „ემილია პერესი” 2025 წლის ოქროს გლობუსის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა გახდა

ჯილდო ცოლ-ქმარ კამილ და კლემან დუკოლებს, ასევე ფილმის რეჟისორ ჟაკ ოდიარს გადაეცათ.
მომღერალი კამილ დუკოლი და კომპოზიტორი კლემან დუკოლი 2025 წლის ოქროს გლობუსზე
ETIENNE LAURENT/AFP via Getty Images

ესპანურენოვანი მიუზიკლის „ემილია პერესის” ორი სიმღერა იყო წარდგენილი ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში 2025 წლის ოქროს გლობუსზე. 

საბოლოოდ გამარჯვება წილად El Mal-ს ხვდა. ჯილდო ფრანგ ცოლ-ქმარს, კამილ და კლემან დუკოლებს, ასევე ფილმის რეჟისორ ჟაკ ოდიარს გადაეცათ. 

„ეს ნამდვილი ამერიკული გამოცდილებაა,” – აღნიშნა კამილმა, რომელიც ჯილდოს მისაღებად სცენაზე ავიდა. „სიმღერები პეპლებივითაა, ჩვენ კი პეპლები გვჭირდება, მაშინაც კი, როცა მსოფლიოში გამეფებული კორუფციაა დასაგმობი.” 

კამილმა მადლობა გადაუხადა „ემილია პერესის” ვარსკვლავებს, კარლა სოფია გასკონსა და ზოი სალდანას (რომელსაც მანამდე ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ოქროს გლობუსი) El Mal-ის ფილმში გაცოცხლებისთვის. „ზოი და კარლა, El Mal არ იქნებოდა ის, რაც არის, თქვენი შესრულების გარეშე,” – თქვა კამილმა. „თქვენ ჩვენს სულებს შეეხეთ.”

El Mal-თან ერთად ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში წარდგენილი იყო სიმღერები: Mi Camino ასევე „ემილია პერესიდან”,  Beautiful That Way ფილმიდან The Last Showgirl, Compress / Repress ფილმიდან Challengers, Forbidden Road ფილმიდან Better Man და Kiss the Sky ფილმიდან The Wild Robot.

ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა Challengers, რომელმაც ოქროს გლობუსი საუკეთესო ფილმის საუნდტრეკის ნომინაციაში დაიმსახურა. 

„ემილია პერესი” კი ჯამში რვა კატეგორიაში იყო წარდგენილი, მათ შორისაა ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი, რომელშიც ზოი სალდანამ გაიმარჯვა. ნომინაციაში ამავე ფილმისთვის სელენა გომესიც იყო წარდგენილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი პალმ სპრინგში გამართულ ღონისძიებებზე კონტრასტული იმიჯით წარდგა

შემდეგი სტატია

„ოქროს გლობუსი“ 2025-ის გამარჯვებულები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი