რუსთავში საპროტესტო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Process,4D Monster Lobsters, ნიკა ჩოხელი, Outsider, Mechanical Rainbow, Killages, „მწვანე ოთახი“, „გამოუვალი მდგომარეობა“, ჯგუფი „ყველა“ და ნინო ქათამაძე.
Tbilisi Open Air / AlterVision
RETCO

11 იანვარს, ქალაქ რუსთავში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესების სოლიდარობის ნიშნად, მუსიკალური ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას  კომპანია RETCO და Tbilisi Open Air წარადგენს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, მუსიკალური საღამო ბიზნესისა და სახელოვნებო სფეროს თანამშრომლობის ფორმაა, რომლის მიზანი საქართველოში მიმდინარე პროტესტის ძირითადი მოთხოვნების მხარდაჭერა, საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილისათვის გაზიარება და მათი დედაქალაქს გარეთ გავრცელებაა.

„RETCO-სა და Tbilisi Open Air-ის პროექტის პირველი ღონისძიება ქალაქ რუსთავში ჩატარდება, სადაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავაჟღერებთ, რომ სრულიად ვიზიარებთ და სოლიდარულები ვართ პროტესტის ორი უმთავრესი მოთხოვნისადმი:

ახალი, სამართლიანი არჩევნები,  საპროტესტო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება,” – ვკითხულობთ ღონისძიების ანონსში.

მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Process,4D Monster Lobsters, ნიკა ჩოხელი, Outsider, Mechanical Rainbow, Killages, „მწვანე ოთახი“, „გამოუვალი მდგომარეობა“, ჯგუფი „ყველა“ და ნინო ქათამაძე.

ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდეს თქმით, ალბომ Eternal Sunshine-ის „დამატების” გამოშვებას გეგმავს

შემდეგი სტატია

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი