Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები,” – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი
Post Malone – 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში.
ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone შობის წინა ღამეს ტეხასში, მშობლიურ მხარეში იმყოფებოდა, რა დროსაც ჰიუსტონის ბარს ესტუმრა. ოსტინ პოსტმა, რომელიც სასცენო სახელით Post Malone არის ცნობილი,  ერთ-ერთ ბარმენს 20, 000 დოლარის ოდენობის „თიფი” დაუტოვა.

ბარმენი 36 წლის მარტოხელა დედა რენე ბრაუნია, რომელიც Music Mayhem-ის გამოცემასთან აღტაცებით აღნიშნავს, რომ დღესასწაულზე, როცა ყველა ისვენებს, ცხრა წლის ქალიშვილის დატოვება მოუწია, რადგან სამუშაოდ წასვლა უწევდა, ეს “შობის სასწაული” კი მისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა.

“როდესაც შობის წინა ღამეს სამუშაოდ მივდიოდი,  სევდიანი და მოწყენილი ვიყავი, რადგან ჩემი პატარა გოგონა უნდა დამეტოვებინა. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ღმერთი შობის სასწაულს მომიგზავნიდა. ეს იყო ყველაზე თავმდაბალი და კეთილი ცნობილი ადამიანი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები, მადლობა დიდი, ოსტინ!” – აღნიშნავს ბარმენი  გამოცემასთან.

„ამ ყველაფერმა საშუალება მომცა ქირა გადამეხადა და ცოტა დამეზოგა, ვცდილობ, თანხა ბიზნესის ასაწყობადაც დავაგროვო, რათა აღარ მომიწიოს ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობა და მეტი დრო გავატარო შვილთან. ყველაფერი ძალიან რთული იყო, ეს კი ნამდვილი შობის მადლია, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვხატავ.” – ამბობს რენე ბრაუნი.

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც Post Malone-ის ჰიტად ქცეულმა ალბომმა F-1 Trillion ჩანაწერების ინდუსტრიის ასოციაციის პლატინის სტატუსი მიიღო. გარდა ამისა, ალბომის სინგლმა ბილბორდ Hot 100-ში  №1 პოზიცია დაიკავა. სიმღერამ I Had Some Help, რომელიც მორგან უოლენთან ერთად შეიქმნა, ჩარტში ექვსი კვირა გაატარა – ხუთმაგი პლატინის სერტიფიკატი მოიპოვა, ხოლო მისი ბლეიკ შელტონთან თანამშრომლობა სიმღერისთვის Pour Me a Drink, პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა.

გრემის დაჯილდოებაზე Post Malone  შვიდი ნომინაციითაა წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ქანთრი ალბომი, საუკეთესო ჩანაწერი, ასევე საუკეთესო ქანთრი სიმღერა და საუკეთესო ქანთრი დუეტი სიმღერისთვის I Had Some Help.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ

შემდეგი სტატია

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტი Billboard Hot 100-ის ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი
ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

95 წლის ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი 64 წლის მეუღლე ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეტი