შერი ჯიმი კიმელის შოუში სონი ბონოზე ღიად საუბრობს

მომღერალი ჯიმი კიმელის შოუში მემუარების პირველ ტომზე სასაუბროდ იმყოფებოდა
შერი და სონი ბონო 1970 წელი. ფოტო: მარტინ მილსი
შერი და სონი ბონო 1970 წელი.
ფოტო: მარტინ მილსი

ცნობილი მომღერალი შერი ამ კვირაში „ჯიმი კიმელის შოუში“ გამოჩნდა, სადაც მემუარების პირველ ტომზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე და მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრა.

შერმა ყოფილ ქმართან და მუსიკალურ პარტნიორთან, სონი ბონოსთან ურთიერთობის მომენტები გაიხსენა. დუეტმა Sonny & Cher პირველად 1960-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა. შერმა ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა პროფესიულმა თანამშრომლობამ მათი ცხოვრება.

„ჩვენ შოუს კეთება გვაერთიანებდა, რადგან ამ დროს ძალიან ვერთობოდით. ჩვენ თანასწორები ვიყავით.  ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ კარგად ვმუშაობდით და ეს ნამდვილად გვაახლოებდა.” – უთხრა შერმა ჯიმი კიმელს. 1965 წელს გამოცემულმა პირველმა ჰიტ სიმღერამ  I Got You Babe,  სონი და შერი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეულ მუსიკალურ  დუეტად აქცია.

1970-იან წლებში დუეტმა სატელევიზიო შოუ Sonny & Cher Comedy Hour შექმნეს, რომელიც ამ პერიოდის გასართობ შოუებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემად იქცა. მიუხედავად პროფესიულად წარმატებული ურთიერთობისა, მათ პირად ცხოვრებაში არცთუ ისე კარგად ეწყობოდა ყველაფერი.

შერმა  ისაუბრა მამაკაცზე, რომელიც  სონისთან დაშორების პერიოდში დაეხმარა მას, რათა ეს ყველაფერი გადაელახა. „მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რათა სონისთან დაშორების გადაწყვეტილება მიმეღო. ის მართლაც კარგი ადამიანი იყო, მე მისი სრული სახელი ჩემს მემუარებში მოვიხსენიე, ამიტომ, მაინტერესებს, რას ფიქრობს ის ამის შესახებ.” – აღნიშნა შერმა.

შერმა ასევე ისაუბრა სასაცილო ისტორიებზეც, მაგალითად იმაზე, როგორ მიიღო მართვის მოწმობა, რომელზეც მხოლოდ მისი სახელი წერია.  „მე არ მაქვს გვარი, ამიტომ ჩემს მართვის მოწმობაზე უბრალოდ შერია მითითებული.“

შერმა თავისი უჩვეულო გამოცდილებაც გააზიარა, როდესაც ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება სცადა, „თუმცა გაფანტული ყურადღების გამო 10 წუთის შემდეგ მოსამართლემ გამომაგდო.“ – ამბობს სიცილით მომღერალი.  

შოუს პერიოდში შერმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან მეგობრობაზეც ისაუბრა, რომელიც თეთრ სახლში, კარტერის პირველ წვეულებაზე, საღამოს ვახშამზე დაიწყო. შერმა კარტერის როკ-ენ-როლით გატაცებაც აღნიშნა.

მომღერლის მემუარების პირველი ნაწილი New York Times-ის ბესტსელერების სიაში  პირველ ადგილზეა და ოთხი კვირის განმავლობაში არაერთხელ დაიკავა ლიდერის პოზიცია. ამით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა გავლენა არა მხოლოდ მუსიკასა და კინოში, არამედ ლიტერატურის დარგშიც.  აღსანიშნავია მისი გავლენა ბილბორდის ჩარტებშიც: 1999 წელს შერის ლეგენდარული ჰიტი Believe ბილბორდ Hot 100-ის პირველ ადგილს ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა და საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისთვის გრემის ჯილდოც დაიმსახურა. კიდევ ერთი გამორჩეული ჰიტი If I Could Turn Back Time,  1980-იანი წლების უცვლელ ჰიმნად რჩება.

მომღერლის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან მემუარების მეორე ტომს, რომლის გამოსვლაც ნოემბერშია დაგეგმილი. შერმა ხუმრობით დაამატა: „ჯერ არც კი დამიწყია წერა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მუსიკოსები მუსიკოსებისთვის” – „ეარი” საქველმოქმედო კონცერტების სერიას იწყებს

შემდეგი სტატია

პერის ჰილტონის მალიბუში მდებარე სახლი კალიფორნიაში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

ინტერვიუს დროს მზის სათვალით, ლუდით და სიგარით ხელში Kid Rock-მა ახალი პრეზიდენტის მისამართით დადებითად ისაუბრა
მეტი
The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი