კანიე უესტი ალბომ Bully-ს აანონსებს

ინსტაგრამზე რეპერი მაიკ დინთან თანამშრომლობაზე მიანიშნებს.
კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი Scott Dudelson/Getty Images
კანიე უესტი ალბომ Vultures 1-ის კონცერტის დროს, 2024 წლის 14 მარტი
Scott Dudelson/Getty Images

კანიე უესტი ბრუნდება. მუსიკოსმა სოციალურ მედიაში ხმაური 2025 წლის დასაწყისშივე გამოიწვია. 

უესტმა ახალი ალბომი Bully დააანონსა და ინსტაგრამზე ორი ფოტო გამოაქვეყნა: ერთი – WRLDFMS Tony Williams-თან, ხოლო მეორე – პროდიუსერ და ხმის ინჟინერ მაიკ დინთან ერთად, რაც მათ თანამშრომლობაზე მიანიშნებს. ორივე ფოტო, როგორც ჩანს, 2016 წელს უესტის სენსაციურ Yeezy Season 3 ჩვენებაზეა გადაღებული.

ტონი უილიამსი კანიეს ბიძაშვილია და ჯერ კიდევ The College Dropout-ის შემდეგ არის რეპერის ორბიტაზე. რაც შეეხება მაიკ დინს, ის უესტთან 2021 წელს ალბომზე Donda მუშაობდა, თუმცა მათი გზები 2022 წლისთვის გაიყარა. მას შემდეგ, რაც 2024 წელს მათ Vultures-ის არც ერთ ალბომზე არ უთანამშრომლიათ, როგორც ჩანს, კანიემ და დინმა ურთიერთობა აღადგინეს. 

24 გრემის მფლობელმა უესტმა 2025 წლის პირველი დღეები მალდივებზე გაატარა, სადაც მეუღლის, ბიანკა სენსორის 30 წლის იუბილე აღნიშნა. კანიემ წვეულებაზე რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. 

Bully-ს დაანონსების გარდა, უესტმა 10 იანვარს Vultures The Movie-ს ტრეილერიც გამოაქვეყნა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი პროექტის გამოშვების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

პლატფორმა DIACI ქართველი ქალი მუსიკოსების და პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ უშვებს

შემდეგი სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი