Metallica-მ ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დასახმარებლად 500,000 დოლარი გამოყო

გასულ კვირას დაწყებული ტყის ხანძრები რამდენიმე ათას ჰექტარზეა გავრცელებული
Metallica - 2024 წლის 20 მარტი, ვაშინგტონი. ფოტო: ტეილორ ჰილი
Metallica – 2024 წლის 20 მარტი, ვაშინგტონი. ფოტო: ტეილორ ჰილი

Metallica-ს საქველმოქმედო ფონდი All Within My Hands  ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დასახმარებლად 500,000 დოლარს გამოყოფს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, თანხა კალიფორნიის სათემო ფონდისა და პასადენას საზოგადოების ფონდში გადაირიცხება. აღსანიშნავია, რომ Metallica-ს ფონდი სხვადასხვა საკითხზე მომუშავე სოციალურ და აქტუალურ თემებზე მომუშავე ფონდებსა თუ პირებს ხშირად ეხმარება. „All Within My Hands მდგრადი თემების შექმნისთვის, სამუშაო ძალის გაძლიერებისთვის და განათლებისთვის მუშაობს, ჩართულია შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში და სხვა მნიშვნელოვანი ადგილობრივი სერვისების მხარდაჭერაში.” – აღნიშნულია ფონდის ვებსაიტზე.

ლოს-ანჯელესში ტყის მასშტაბური ხანძარი 7 იანვარს დაიწყო და რამდენიმე ათას ჰექტარზე გავრცელდა. განადგურებულია 12 000-ზე მეტი შენობა და კალიფორნიის შტატს მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

პალისეიდეში ხანძარმა 96 კვადრატული კილომეტრი გადაწვა, მეხანძრეებმა ცეცხლის მხოლოდ  14 % კონტროლი შეძლეს. 

გასული კვირის განმავლობაში ხანძარმა 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ევაკუაციის ახალი განკარგულება 100 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო.

გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის რამდენიმე ფონდი აქტიურად მუშაობს, მათ შორის არიან MusiCares, Recording Academy,  Los Angeles Fire Relief Effort. მუსიკის სფეროში მომუშავე პროფესიონალების დასახმარებლად, ვინც მუსიკალურ ინდუსტრიაში ხუთ წელზე მეტია, რაც მოღვაწეობს, გამოყოფილია ფინანსური დახმარება და საკვები ვაუჩერები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

შემდეგი სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

„გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ, ასე გეტყვით - გთხოვთ, გაათავისუფლეთ სინდიდის პატიმრები!” - წერს პიანისტი.
მეტი
50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

გავრცელდა ჭორები, თითქოს რეპერს ჰოლივუდში ესროლეს და ამის გამო სასამართლოშიც კი აღმოჩნდა. 50 Cent-მა განცხადება გააკეთა.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი