სელინ დიონი გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

რამდენიმე დღის წინ მომღერალმა მეუღლის გარდაცვალების თარიღიც აღნიშნა.
სელინ დიონი და რენე ანჯელილი 2004 წელს
Frank Micelotta/Getty Images

სელინ დიონი დაბადების დღეს ულოცავს გარდაცვლილ მეუღლეს, რენე ანჯელილს, რომელიც 16 იანვარს 83 წლის გახდებოდა. მომღერალმა სოციალურ ქსელში მეუღლის შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„დღეს შენი დაბადების დღეა. თუმცა თარიღს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან არ არსებობს დღე, როცა არ აღვნიშნავთ ცხოვრებას შენთან ერთად. შენ ყოველდღე ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხარ იმ მოგონებებში, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებით,” – წერს მომღერალი. „იმ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებშიც მუდმივად ცოცხლობ, გვესმის შენი ხმა, ვხედავთ შენს მიმიკებს და ვაღმერთებთ შენს სულს. ჩვენ შენს არსებობას ყოველთვის აღვნიშნავთ. დაბადების დღეს გილოცავ, რენე, ჩვენო სიყვარულო.”

ტექსტს ხელს აწერს სელინ დიონი და წყვილის სამი ვაჟი – 23 წლის რენე-ჩარლზი და 14 წლის ტყუპები ნელსონი და ედი. 

რენე ანჯელილი 2016 წელს, 73 წლის ასაკში ყელის კიბოთი გარდაიცვალა. 

სამშაბათს დიონმა მეუღლის გარდაცვალების თარიღიც აღნიშნა და დაწერა: „რენე, არ გვჯერა, რომ უკვე ცხრა წელია, რაც წახვედი. ერთი დღე არ გადის ისე, რომ შენი არსებობა არ შევიგრძნოთ რენე ჩარლზმა, ედიმ, ნელსონმა და მე.

შენ ჩემი ყველაზე დიდი ჩემპიონი იყავი, ჩემი პარტნიორი და ის, ვინც მუდამ საუკეთესოს ხედავდა ჩემში. პატივს გცემ და სულ მენატრები… გვიყვარხარ.”

დიონი მომავალ მეუღლეს 12 წლის ასაკში შეხვდა, ანჯელილი კი 38 წლის იყო. მან თავისი სახლი დააგირავა, რათა დიონის პირველი ალბომი – 1981 წელს გამოცემული La voix du bon Dieu დაეფინანსებინა. წყვილი 1994 წლის 17 დეკემბერს დაქორწინდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რომელი პოპვარსკვლავები დაიპყრობენ 2025 წელს?

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარის ჰიტმა Not Like Us პლატფორმა Spotify-ზე ერთ მილიარდ სტრიმს გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი