ცნობილმა მეტალ ბენდმა Black Sabbath-მა უკანასკნელი შოუ დააანონსა, რომელსაც Metallica, Slayer და სხვა ჯგუფებიც შეუერთდებიან

კონცერტი 5 ივლისს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში, Villa Park-ში გაიმართება.
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი, 2022 წლის 8 აგვისტო, ბირმინგემი, ინგლისი.
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი, 2022 წლის 8 აგვისტო, ბირმინგემი, ინგლისი.

პირველი ინგლისური მძიმე-მეტალ ჯგუფი,  Black Sabbath უკანასკნელი კონცერტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. კონცერტი 5 ივლისს გაიმართება და მასში ბენდის კლასიკური შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას: ვოკალისტი ოზი ოსბორნი, გიტარისტი ტონი აიომი, ბასისტი გიზერ ბატლერი და დრამერი ბილ უორდი.

კონცერტი ინგლისში, ბენდის მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში, Villa Park-ში, გაიმართება.

Black Sabbath-ის ამ კონცერტის შესახებ ინფორმაცია 5 თებერვალს, ტონი აიომიმ და შერონ ოსბორნმა,  ოზი ოსბორნის მენეჯერმა და მეუღლემ გაავრცელეს.

ჯგუფის უკანასკნელ საკონცერტო გამოსვლას Back To The Beginning („დაბრუნება დასაწყისში“) ეწოდა. 

„ეს ჩემი დროა, რათა დავბრუნდე დასაწყისში… დროა, იმ ადგილს დავუბრუნდე, სადაც დავიბადე. გამიმართლა, რომ ეს იმ ადამიანების დახმარებით შემიძლია გავაკეთო, ვინც მიყვარს. ბირმინგემი არის მეტალის ნამდვილი სახლი. ბირმინგემი სამუდამოდ!“ –  ნათქვამია ოზი ოსბორნის განცხადებაში. 

Black Sabbath-ის გაერთიანებასთან ერთად, კონცერტი, მრავალი სხვა ჟანრის წამყვანი ჯგუფების გამოსვლებს მოიცავს, მათ შორის იქნებიან: Metallica, Slayer, Anthrax, ასევე ჯგუფები Pantera, Lamb of God, Mastodon, Alice in Chains, Halestorm და Gojira.

კონცერტზე ასევე გამოვლენ სხვა ცნობილი შემსრულებლები: Smashing Pumpkins-ის ფრონტმენი ბილი კორგანი, Disturbed-ის დეივიდ დრეიმენი,  Guns N’ Roses-ის დაფ მაკაგანი და Limp Bizkit-ის ფრედ დერსტი.  

საუბარია, რომ სიმღრების ავტორი და Rage Against the Machine-ის ყოფილი წევრი ტომ მორელო Back To The Beginning-ის კონცერტისთვის მუსიკალურ დირექტორად იმუშავებს.  „ეს კონცერტი იქნება ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური მძიმე მეტალ-შოუ.“ – აღნიშნავს ის პრესრელიზში.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა Live Nation-ზე 14 თებერვალს  დაიწყება. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

No More Films – Lady Heroine-მა ახალი ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

„მისი მომნუსხველი შესრულება ნამდვილი მუსიკალური მოგზაურობა იყო,” - ასე ეხმაურებიან ქართველი პიანისტის გამოსვლას კონცერტის ორგანიზატორები.
მეტი