Rihanna ახალ ანიმაციურ ფილმ Smurfs-ში სმურფეტის როლს ასრულებს

ტრეილერში Rihanna-ს მიერ შესრულებული სიმღერის, Heaven Is a Place on Earth-ის ქავერ ვერსია და Cardi B-ს ახალი სიმღერაც ისმის.

ანიმაციური ფილმი Smurfs-ის ახალი ტრეილერი უკვე გამოვიდა, სადაც Rihanna სმურფეტის როლს ასრულებს. ანიმაციაში ასევე გაჟღერდება სიმღერა რომელსაც Cardi B, DJ Khaled, Natania და Subhi ასრულებენ.

ფილმის ტრეილერში, რომელიც 6 თებერვალს გამოვიდა, Rihanna თავად ჰყვება სმურფეტის შესახებ: „ჰეი ყველას, მე Rihanna ვარ და სმურფეტის როლს ვასრულებ ახალ ანიმაციურ ფილმში Smurfs. მოუთმენლად ველი, როდის იხილავს მას მაყურებელი ამ ზაფხულს.” – ამბობს არტისტი ვიდეოს დასაწყისში.

Smurfs-ის თავგადასავლებით სავსე ფილმის ტრეილერში მაყურებელი  Rihanna-ს ვოკალს მარტივად ამოიცნობს, კლიპის დასასრულს კი Rihanna- ბელინდა კარლაილის 1987 წლის ჰიტის ქავერ ვერსიას Heaven Is a Place on Earth-ს ასრულებს. ტრეილერში ასევე გაიჟღერა ახალმა სიმღერამ Higher Love, სადაც  Cardi B, DJ Khaled, Natania და Subhi C-იც მონაწილეობენ.

ანიმაციურ ფილმში Smurfs მონაწილეობას ასევე იღებენ: ჯეიმზ კორდენი, ნიკ ოფერმანი, JP Karliak, დენი ლევი, ემი სედარისი, ნატაშა ლიონი, კურტ რასელი, ჯონ გუდმენი, სანდრა ოუ, ოქტავია სპენსერი, ნიკ კროლი, ჰანა ვედინგჰემი, ალექს უინტერი, მაია ერსკინი, ბილი ლურდი და შოლო მარიდუენი.

ფილმი კინოთეატრებში 18 ივლისს გამოჩნდება.

Rihanna-მ ახალი ანიმაციური ფილმის შესახებ ტრეილერის გამოსვლამდე სმურფების სოფლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „მე ჩემს ლურჯ ეპოქაში.”

ნახეთ Smurfs -ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკი ახალ სოლო ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

ლიზი გოზალიშვილი CHAOS ფოტო: სანდრა შტაინი

ლიზი გოზალიშვილის პირველი სინგლი CHAOS

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი