ნახეთ კენდრიკ ლამარის Halftime Show-ს სრული ვიდეო

რეპერის საკულტო გამოსვლის ჩანაწერი უკვე ხელმისაწვდომია.
კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show
Bob Kupbens/Icon Sportswire via Getty Images

მაშინაც კი, თუ პირდაპირ ეთერში უყურეთ კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ს, ეს 13-წუთიანი წარმოდგენა იმდენად დატვირთული იყო დიდებული სიმღერებითა და დასამახსოვრებელი მომენტებით, რომ, სავარაუდოდ, მისი ხელახლა ნახვის სურვილი გექნებათ. საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია, რადგან NFL-მა იუთუბზე შოუს სრული ვიდეო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც Philadelphia Eagles-მა Kansas City Chiefs 40:22 ანგარიშით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მაყურებელს უკვე აქვს საშუალება, განმეორებით უყუროს და აღმოაჩინოს შოუს ყველა მარგალიტი, დაწყებული სემუელ ელ ჯექსონის გამოსვლით ბიძია სემის როლში, დასრულებული სერენა უილიამსის ცნობილი crip walk-ით სიმღერაზე Not Like Us, რაც ლამარის მხრიდან დრეიკისთვის მიყენებული კიდევ ერთი დარტყმა იყო.

თუმცა შოუ მხოლოდ რეპერების კონფლიქტს არ ეძღვნებოდა. ლამარისთვის ეს იყო შესაძლებლობა, წარედგინა Billboard 200-ის ლიდერი ალბომი GNX, საიდანაც რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. რეპერმა ასევე იმღერა ძველი ჰიტებიც: DNA და Humble.

ნახეთ კენდრიკ ლამარის შოუს სრული ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

შემდეგი სტატია

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი