სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
სერენა უილიამსი Super Bowl Halftime Show-ზე
Emilee Chinn/Getty Images

Super Bowl-ის შოუმდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე ფანები იმაზე მსჯელობდნენ, შეასრულებდა თუ არა კენდრიკ ლამარი სიმღერას Not Like Us, რომელიც მისი გამანადგურებელი შეტევა იყო დრეიკზე. კენდრიკმა კი სიმღერა არა მხოლოდ შეასრულა, არამედ დრეიკს მორიგი დარტყმაც მიაყენა. 

Not Like Us-ის დროს კამერებში ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსი გამოჩნდა, რომელიც სიმღერაზე crip walk-ის მოძრაობას ასრულებდა . შოუს შემდეგ უილიამსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს: „ასეთი crip walk-ით უიმბლდონზეც არ გავსულვარ.”

უილიამსი შოუზე მხოლოდ ცეკვის გამო არ გამოსულა. ჩოგბურთელსა და დრეიკს დიდი ისტორია აკავშირებთ. გავრცელებული ჭორების თანახმად, წყვილს რომანი ჰქონდა. დრეიკის 100 გიგაბაიტის მოცულობის მასალის გაჟონვისას კი გამჟღავნდა, რომ რეპერმა 2016 წლის სიმღერა Too Good სწორედ ჩოგბურთის ვარსკვლავს მიუძღვნა. 

გასულ წელს ESPY-ს დაჯილდოებაზე სერენა უილიამსი დრეიკისა და ლამარის კონფლიქტს ირონიულად გამოეხმაურა: „წელს თუ რამე ვისწავლე, ის არის, რომ არც ერთი ჩვენგანი, მეც კი, კენდრიკ ლამართან კონფლიქტში არ უნდა შევიდეთ.” სიტყვით გამოსვლის ბოლოს კი უილიამსმა Not Like Us-ის სწორედ იმ მონაკვეთზე იცეკვა, რომელზეც halftime show-ზე. ფანების აზრით, ეს დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.

ნახეთ სერენა უილიამსის ვიდეო და ფანების გამოხმაურება: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წლის Super Bowl-ის მიმდინარეობისას კანიე უესტმა Yeezy-ის უცნაური სარეკლამო რგოლი წარადგინა

შემდეგი სტატია

ნახეთ კენდრიკ ლამარის Halftime Show-ს სრული ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი